ka | en
Company Slogan TODO

XXI საუკუნის მთავარი სამეცნიერო გარღვევა სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში

ავტორი: ლუკა სანიკიძე
საკვანძო სიტყვები: არამაკოდირებელი რნმ-ები, გენომის რედაქტირება
ანოტაცია:

CRISPR-Cas სისტემა წარმოადგენს პროკარიოტული ორგანიზმების მოლეკულური მეხსიერების სისტემას, რომელიც განკუთვნილია ამ ორგანიზმების ვირუსებისა და უცხო გენეტიკური ელემენტებისაგან დაცვისათვის. CRISPR-Cas სისტემა თავის ფუნქციონირებას არამაკოდირებელი რნმ-ებისა და საიტსპეციფიკური რნმ დამოკიდებული ენდონუკლეაზების საშუალებით ახორციელებს. სისტემა შედგება უშალოდ CRISPR-ლოკუსისაგან, Cas გენებისა და Cas ცილებისაგან. მოქმედების მექანიზმში შესაძლებელია გამოვყოთ სამი ეტაპი: 1) პროკარიოტის უჯრედში შეჭრილი ვირუსიდან დნმ-ის მცირე უბნის შეძენა (18-30 ნუკლეოტიდამდე) და ჩაშენება პროკარიოტის გენომში. 2) შეძენილი დნმ-ის ფრაგმენტის ექსპრესია. 3) ექსპრესირებული ელემენტების_არამაკოდირებელი რნმ-ებისა და საიტსპეციფიკური რნმ დამოკიდებული ენდონუკლეაზების საშუალებით შემოჭრილი ვირუსული დნმ-ის ინტერფერენცია. პროკარიოტებში აღმოჩენილი ეს მოლეკულური სისტემა, გარდა თავისი ევოლუციური მნიშვნელობისა და მისი გამოყენებისა უშუალოდ მიკრობიოლოგიასა თუ მოლეკულურ ბიოლოგიაში, წარმოუდგენლად ეფექტური აღმოჩნდა თანამედროვე კვლვებისათვის, ასევე ბიოტექნოლოგიასა და სხვადასხვა გენეტიკური დაავადებების თერაპიისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com