ავტორიზაცია
არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი დაშლის t->qZ შესწავლა მასათა ცენტრის სისტემაში 13 ტევ ენერგიაზე pp-ურთიერთქმედებებში ATLAS ექსპერიმენტზე
ავტორი: არჩილ დურგლიშვილიანოტაცია:
არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით მიმდინარე ტოპ კვარკის იშვიათი დაშლა t->qZ (q=u,c) შესწავლილი იქნა ATLAS ექსპერიმენტზე მასათა ცენტრის სისტემში 13 ტევ ენერგიაზე პროტონ-პროტონული ურთიერთქმედებების შედეგად დაგროვებული მონაცემების ანალიზით, რომელიც შეესაბამება 36.1 ფბ-1 ინტეგრალურ ნათებას. t->qZ დაშლის ძიება ჩატარდა ტოპ-ანტიტოპ კვარკების წყვილური დაბადების ტოპოლოგიაში, როდესაც ერთი ტოპ კვარკი იშლება არომატის შემცვლელი ნეიტრალური დენებით (t->qZ), ხოლო მეორე ტოპ კვარკი იშლება სტანდარტული მოდელის მიხედვით დომინანტური არხით (t->bW). განხილული იქნა W და Z ბოზონების მხოლოდ ლეპტონური დაშლის არხი. ტოპ კვარკის აშნდ პროცესით მიმდინარე იშვიათი დაშლის t->qZ არანაირი ცხადი ნიშანი არ იქნა დამზერილი. 95% დამაჯერებლობის დონით შეფასებული იქნა t->uZ და t->cZ პროცესების ფარდობითი ალბათობების დამზერილი (მოსალოდნელი) ზედა ზღვარი BR(t->uZ) < 1.7 x 10-4 (2.4 x 10-4) და BR(t->cZ) < 2.4 x 10-4 (3.2 x 10-4).
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]