ავტორიზაცია
მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაცია in vitro ტექნოლოგიის გამოყენებით
ავტორი: მარიამ გაიდამაშვილითანაავტორები: ეკა ხურციძე
საკვანძო სიტყვები: ქსოვილთა კულტურა, ინ ვიტრო გამრავლება, მერქნიანი მცენარეები, კონსერვაცია.
ანოტაცია:
In vitro გამრავლება, ანუ მცენარეული ქსოვილთა კულტურების ტექნოლოგია, განიხილება როგორც ex situ კონსერვაციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება და გამოიყენება მაშინ, როცა ველურად მზარდი მცენარეების გამრავლება ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, სარწმუნო და მდგრადი in vitro გამრავლების მეთოდების შემუშავება უდიდეს მნიშვნელობას იძენს იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისათვის. მოცემული სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ეფექტური in vitro გამრავლების მეთოდების შემუშავება საქართველოს ტყის ფონდის ზოგიერთი დომიმანტური ან ედფიკატორი მერქნიანი სახეობებისათვის, რომლებიც IUCN კრიტერიუმების მიხედვით მიეკუთვნება მოწყვლადი ან კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების რიცხვს. აღნიშნულ სამუშაოში შემუშავდა ექვსი სახეობის in vitro გამრავლებისა და კულტივირების პირობები. შესწავლილი იქნა ექსპლანტის წყაროს, ზრდის რეგულატორების და საკულტივაციო არეების შედგენილობის გავლენა ორგანოგენეზის პროცესზე. დადგინდა ex vitro პირობებში სიცოცხლისუნარიანობის ხარისხი. აღნიშნულმა მიდგომებმა შესაძლებელია მნიშვნელოვნად დააჩქაროს სახეობათა კონსერვაციისა და რეაბილიტაციის პროცესები და ამრიგად, უზრუნველყოს ფიტოგენეტიკური მრავლფეროვნების მდგრადობა.