ავტორიზაცია
მცენარეების სამკურნალო თვისებები და მათი ქიმიური შედგენილობა
ავტორი: ხატია მესხიძესაკვანძო სიტყვები: სამკურნალო მცენარეები, დაავადებათა მკურნალობა. ალკალოიდები
ანოტაცია:
მცენარეები წარმოადგენენ სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებების მიღების ამოუწურავ წყაროს. მცენარეებში მათი ცხოველმყოფელობის პერიოდში წარმოიქმნება სხვადასხვა ნივთიერებები, რომელთა უმრავლესობა ახდენენ ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმზე გამოხატულ მოქმედებას. მცენარეები ალკალოიდების, გულის გლიკოზიდების და სხვა მრავალი ფასეული სამკურნალო ნივთიერების მიღების წყაროა. სამკურნალო მცენარეების შესწავლა და გამოყენება შორეულ წარსულს უკავშირდება. ამას ადასტურებს უძველესი წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი წყაროები. სამკურნალო მცენარეები შეიძლება დავაჯგუფოთ ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით: ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, სასუნთქი ორგანოების დაავადების სამკურნალო, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, კანის დაავადებების. სამკურნალო თვისებები განპირობებულია მათში სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური, ე.წ. მოქმედი ნივთიერებების არსებობით: ასეთებია ალკალოიდები, გლიკოზიდები, ორგანული მჟავები, ცილები,ნახშირწყლები, საპონინები, ეთერზეთები, გუმფისები, ფისები, ლორწო, ვიტამინები, ფიტონციდები და სხვა. ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა მოთხოვნილებამ მცენარეულ ნედლეულზე დამზადებულ სამკურნალო საშუალებებზე. საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე ყოველი მეორე თუ არა, მესამე პრეპარატი მაინც მთლიანად, ან ნაწილობრივ ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული.
მიმაგრებული ფაილები:
The properties of medicinal plants and their chemical composition [en]მცენარეების სამკურნალო თვისებები და მათი ქიმიური შედგენილობა [ka]