ka | en
Company Slogan TODO

ინტერლეიკინების როლი სიმსივნეების იმუნოპათოგენეზში

ავტორი: ანი ბილანიშვილი
საკვანძო სიტყვები: ინტერლეიკინები, სიმსივნე, იმუნოთერაპია, სიმსივნური მიკროგარემო
ანოტაცია:

სიმსივნე რჩება XXI საუკუნის მედიცინის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად. უკანასკნელ წლებში ამ მიმართულებით გადადგმულმა წარმატებულმა ნაბიჯებმა სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და თერაპიული მიდგომების გაუმჯობესება განაპირობა. თუმცა, გლობალურად კვლავ მაღალია სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი. ამ ფონზე სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მკურნალობის სწორი სტრატეგიის შერჩევა კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში, კონკრეტული სასიგნალო გზის ფუნქციური აქტივობის განსაზღვრის გზით. სიმსივნის მკურნალობის ამგვარ თანამედროვე მეთოდებს შორის დღეისთვის ყველაზე პერსპექტიული იმუნოთერაპიაა. ვითარებაში, როდესაც სიმსივნით დაავადებულის ორგანიზმში იმუნური რეაქციები ერთგვარად უმართავი ხდება და მეორე მხრივ მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები მაღალტოქსიკურია ჯანმრთელი უჯრედებისთვისაც, ხშირად ოპტიმალურია იმუნოთერაპიის გამოყენება. იმუნოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა ე.წ. ბიოლოგიური პასუხის მოდიფიკატორების - ციტოკინების გამოყენება. მოხსენებაში განხილული იქნება ინტერლეიკინები (ILs) , რომლებიც სამეცნიერო წრეებში მზარდ ინტერესს იწვევს მათი, როგორც სიმსივნურ იმუნოპათოგენეზში ჩართული ციტოკინების შესწავლის კუთხით.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com