ავტორიზაცია
სამცხე-ჯავახეთის /სამხრეთ საქართველო/ ვულკანური პროვინციის დიატომიტების საბადოების ასაკი და ფორმირების პირობები
ავტორი: ბეჟან თუთბერიძეთანაავტორები: მ.ახალკაციშვილი
საკვანძო სიტყვები: დიატომიტი, სამცხე-ჯავახეთი, გვიანმიოცენი-ადრეპლიოცენი
ანოტაცია:
საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინებულ დიატომიტის საბადოებიდან, მარაგებისა და ხარისხის თვალსაზრისით სამცხე-ჯავახეთის ვულკანური პროვინცია გამოირჩევა; პროვინციის ფარგლებში დიატომიტის ფორმირება განსხვავებულ სტრატიგრაფიულ დონეებზე მიმდინარეობს: გვიანმიოცენურ-ადრეპლიოცენურ და გვიანპლიოცენურ-ადრე-პლეისტოცენურ პერიოდში. პირველ ასაკობრივ ჯგუფში შედის სამცხის დიატომიტის საბ-ადოები /ქისათ¬იბი, ჭობარეთი/, მეორეში-ჯავახეთის დიატომიტის გამოვლინებები /სოფ. დილისკა/. ანალოგიურ ასაკობრივ ჯგუფებში ფორმირდება დიატომიტის შემცველი ტბიური აუზებიც; სედიმენტაციური აუზების ფორმირების შესაძლო მექანიზმებად განვიხილავთ ვულკანური ნაკადების მიერ პალეომდინარეების დაგუბებას. თუმცა არ გამოვრიცხავთ მათ ვულკანურ-ტექტონიკური გზით წარმოშობასაც. დიატომიტების საბადოს ფორმირების პროცესი მიმდინარეობს ტბიურ აუზებში წყალმცენარე-დიატომეების კაჟის ჯავშნის დალე¬ქვის გზით; სედიმენტაციურ აუზში კაჟმიწის არსებობის ორი მთავარი წყარო განიხილება: ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტების/განსაკუთრებით ვულკანური ფერფლი/ გახსნა და მეორე -აუზში კაჟმიწის შემცველი ჰიდროთერმული ხსნარების შემოტანა.
მიმაგრებული ფაილები:
სამცხე-ჯავახეთის /სამხრეთ საქართველო/ ვულკანური პროვინციის დიატომიტების საბადოების ასაკი და ფორმირების პირობები [ka]