ავტორიზაცია
ფერმენტული კატალიზის ფიზიკა და პროტონული გადასვლების როლის გამოვლინება
ავტორი: ლაშა ლალიაშვილისაკვანძო სიტყვები: პროტონი, ელექტრონი, გადასვლა, თეორია
ანოტაცია:
მოხსენებაში წამოდგენილია კონდენსირებულ, მოუწესრიგებელ გარემოში(soft matter) მუხტის გადასვლების პროცესების (მათ შორის ელექტრონისა და პროტონის მონაწილეობით) თეორიის თანამედროვე მდგომარეობა. განხილულია პროცესებში კვანტური და „კლასიკური“ თავისუფლების ხარისხების როლი. ელექტრონებისა და პროტონების გადასვლების თავისებურებების მიხედვით, გაანალიზებულია სრულიად ადიაბატური, ნაწილობრივ ადიაბატური და სრულიად არაადიაბატური პროცესები. ზღვრულ შემთხვევებში ელექტრონების და პროტონების გადასვლები შესაძლებელია განხორციელდეს: ა) შესაბამისი „კვანტური“ ენერგეტიკული ბარიერების გვირაბული გავლის გზით, და ბ) „კვანტური“ ბარიერების მილევის შემთხვევაში, მხოლოდ „კლასიკური“ ბარიერების თერმული აქტივაცით გავლის საშუალებით. ამასთან ერთად, გარემოს რეორგანიზაცია, რომელიც მუდმივად თან ახლავს მუხტების გადანაწილებას სარეაქციო სისტემაში ყოველთვის ჩართულია განზოგადოებილი, კლასიკური თავისუფლების ხარისხების სახით. მოხსენებაში მოყვანილია იმ ექსპერიმენტების შედეგები, რომლებშიც ბიომოლეკულური პროცესების მაგალითზე დადასტურებულ იქნა პროტონული გადასვლების კვანტური ბუნება.