ka | en
Company Slogan TODO

ინფრაწითელი სპექტრული იმიჯინგი და სიმსივნის დიაგნოსტირების პერსპექტივები

ავტორი: მარიამი მიქაძე
თანაავტორები: მ. მიქაძე, გ. ღიბრაძე, დ. სებისკვერაძე, ზ. ვადაჭკორია, დ. ძიძიგური. ო. პიო
საკვანძო სიტყვები: ინფრაწითელი მიკროსპექტროსკოპია, ჰემანგიომა.
ანოტაცია:

შესავალი. სისხლძარღვთა კეთილთვისებიანი სიმსივნე - ჰემანგიომის შეხვედრის სიხშირე კავკასიელი ბავშვების პოპულაციაში 10-12%-ს შეადგენს. აღწერილია ბავშვთა ჰემანგიომის 3 ფორმა: კაპილარული, კავერნოზული და შერეული. მიუხედავად იმისა, რომ ჰემანგიომის სხავადასხვა ფაზების იდენტიფიცირება სირთულეს არ წარმოადგენს, მისი წარმოშობის შესახებ არ არსებობს ერთიანი აზრი, რაც შესაბამისად ართულებს მის კლასიფიცირებასა და გამოყოფას სისხლძარღვოვანი სიმსივნეების სხვა ფორმებისგან. კვლევის მიზანი. ბავშვთა ჰემანგიომების დიაგნოსტირებაში ინფრაწითელი სპექტრული იმიჯინგის გამოყენების უპირატესობების ექსპერიმენტული დასაბუთება. მასალა და მეთოდები. პოსტოპერაციული და ბიოფსიის შედეგად მიღებული მასალის ფიქსაცია და პარაფინიანი ანათლების დამზადება; შეღებვა ჰემატოქსილინ-ეოზინით; იმუნოჰისტოქიმიური (Ki67-ის საწინააღმდეგოდ) შეღებვა და ინფრაწითელი მიკროსპექტროსკოპია FT-IR spectrometer-ით (Perkin Elmer Life Sciences, France). სპექტრული მონაცემები მუშავდებოდა Matlab 2008a-თი. მიღებული შედეგები და მათი განხილვა. კვლევა ჩავატარეთ კაპილარული ჰემანგიომის 3 სხვადასხვა პაციენტის პოსტოპერაციულ მასალაზე, საიდანაც დამზადებულ ანათლებზე გამოვყავით რამდენიმე უბანი: 1. კანის უბანი, დამახასიათებელი მაღალი პროლიფერაციული აქტიურობით, 2. ჰემანგიომის სისხლძარღვების უბანი და 3. ინტერსტიციუმის უბანი. დავამზადეთ თთოეული ნიმუშის პარალელური ანათლები ჰემატოქსილინ-ეოზინით შეღებვისათვის და პროლიფერაციიის მარკერულ ცილაზე (Ki67) იმუნოჰისტოქიმიური ანალიზისთვის. ჩატარებული გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ სამივე განხილული უბანი აქტიურად პროლიფერადი ქსოვილების ნაწილებია. მიუხედავად ამისა, მსგავსი შთანთქმის სპექტრები აქვს მხოლოდ მე-2 და მე-3 უბნებს, თუმცა, ორივე ფუნქციურად და სტრუქტურულად სრულიად განსხვავებული ტიპის უჯრედებით არის წარმოდგენილი. აღნიშნული უბნების შთანთქმის სპექტრების იდენტურობა იმაზე მიუთითებს, რომ კანისგან განსხვავებით, მე-2 და მე-3 უბანი კეთილთვისებიანი სიმსივნური ქსოვილის ნაწილებია, სადაც მიმდინარეობს უჯრედების არაკონტროლირებადი გამრავლება. დასკვნები: სისხლძარღვთა კეთილთვისებიანი სიმსივნის (ბავშთა ჰემანგიომა) ქსოვილის მაგალითზე დადგენილი იქნა, რომ: 1. უჯრედების ნორმალური და არაკონტროლირებადი ზრდის უბნებისთვის დამახასიათებელია ინფრაწითელი სხივების მკვეთრად განსხვავებული შთანთქმის სპექტრები. 2. ინფრაწითელი სპექტრული იმიჯინგის გამოყენებით შესაძლებელია უჯრედების ნორმალური და არაკონტროლირებადი ზრდის უბნების იდენტიფიცირება და კარტირება.  


მიმაგრებული ფაილები:

Mikadze Eng 2018 [en]
Mikadze Geo 2018 [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com