ka | en
Company Slogan TODO

UBTF-ის3D/4D დინამიკა ბირთვაკის ინაქტივაციის დროს სტრუქტურულ და ულტრასტრუქტურულ დონეზე

ავტორი: პავლე ჭელიძე
თანაავტორები: ლ. რუსიშვილი, დ. პლოტონი
ანოტაცია:

ლაბორატორია MEDyC [University of Reims (Campagne-Ardenne), Reims, France] ერთობლივი პროექტის მიზანი იყო ბირთვაკის და მისი კომპონენტების 4D დინამიკის და რიბოსომული ქრომატინის 3D ორგანიზაციის/რეორგანიზაციის შესცავლა რიბოსომული რნმ-ის სინთეზის ინაქტივაციის პირობებში. ეექსპერიმენტები ტარდებოდა კარგად შესწავლილი ანტისიმსივნური საშუალების, აქტინომიცინის (AmD) ცალკეული ცოცხალი უჯრედების რიბოსომული გენების ტრანსკრიფციის და რიბოსომული რნმ პროცესინგის საიტებზე მაინჰიბირებელი ეფექტის შესცავლას ფოტონურ მიკროსკოპულ ანუ სინათლის მიკროსკოპულ [მეთოდები: 4D ლაზერული კონფოკალური მიკროსკოპია (time-lapse/4D LCM), 3D ოპტიკური ტომოგრაფია (3D OT), იმუნოციტოქიმია) და ელექტრონულ მიკროსკოპულ [მეთოდები: ტრანსმისიული ელეკტრონული მიკროსკოპია (TEM), მედიუმ ვოლტაჟიანი მასკანირებელ-ტრანსმისიური ელეკტრონული მიკროსკოპია (MV STEM), კორელაციური სინათლის და ელექტრონული მიკროსკოპია (CLEM)] დონეებზე. განსკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ისეთი თანამედროვე და მძლავრი მეთოდის გამოყენება როგორიცაა CLEM, რომელიც მოგვცა საშუალება ჯერ გამოგვეყენებინა 4D LCM მეთოდოლოგია ერთ ცოცხალ უჯრედში ბირთვაკულ დინამიკაზე დასაკვირვბლად, მოგვეხდინა მისი 3D OT და შემდეგ ჩაგვეტარებინა იგივე უჯრედის TEM დაგვეთვალიერებინა. კვლევის ამ ეტაპზე შესწავლილი იყო AmD ეფექტი რიბოსომული გენების ტრანსკრიპციის და რიბოსომული რნმ პროცესსინგის ბირთვაკულ ფაქტორებზე (UBTF და Fibrillarin). ვიკვლევდით მათ 3D/4D რეორგანიზაციას სიმსივნური უჯრედების (He-La უჯრედები ტრანსფეცირებული H2B-GFP ჰისტონოთ, UBTF-GFP ან Fibrilarin-GFP) ბირთვებში. ჩვენი მიდგომის ორიგინალობა მდგომარეობს იმაშიც რომ 4D LCM შემდეგ ერთი და იგივე ცალკეული უჯრედებზე ვახდენდით პოსტფიქსაციურ ანტი-UBTF ან ანტი-Fibrillarin იმუნოციტოქიმიურ მარკირებას, რის გამო შემდგომი ფიქსირებული უჯრედების 3D OT ანალიზის დროს საშუალება გვეძლეოდა დავაკვირდეთ ორმაგად მარკირებულ ბირთვებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com