ka | en
Company Slogan TODO

როგორ შემოსაზღვრავდა ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ტერიტორიას?

ავტორი: დალი ნიკოლაიშვილი
საკვანძო სიტყვები: საქართველოს საზღვრები, ივანე ჯავახიშვილი, რუკები
ანოტაცია:

XX საუკუნის დასაწყისში საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. I მსოფლიო ომი, დამოუკიდებლობის მოპოვება და გასაბჭოება - ყოველივე ამის გამო ქვეყნის საზღვრების დადგენის აუცილებლობა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის განსაზღვრა უმთავ¬რეს გამოწვევათა რანგშია აყვანილი. სწორედ ამიტომ ასე მნიშვნელოვანი იყო შექმნილიყო სა¬ქარ¬თველოს ისტორიის რეალური სურათი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტებითა და დამოწმებული ფაქტებით. ივანე ჯავახიშვილი თავის ნაშრომში „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“ ეყრდნობა მრავალ საისტორიო წყაროსა და სპეციალურ ლიტერატურას, მათ შორის არაერთ კარტოგრაფიულ წყაროს. ნაშრომი მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საზღვრების ცვლილებას სხვადასხვა ისტორიული პერიოდისათვის და გვაწვდის წარსულის რეალური რეტროსპექტიულ სურათს. ივანე ჯავახიშვილის რამდენიმე რუკა აქვს შედგენილი: საქართველოს რესპუბლიკი რუკა [1922], საქართველოს ისტორიული რუკები [1913, 1923], საქართველოს ბოტანიკურ-აგრონომიული არეების რუკა [1930], საქართველოს საზღვრების რუკა [3 1919, 3 რუკა ქართულ და ფრანგულ ენებზე]. დიდ მეცნიერს აქ საქართველოს საზღვრები სხვადასხვანაირად აქვს გატარებული სხვადასხვა რუკაზე - ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში. პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მრავალი დოკუმენტი იქნა წარდგენილი, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოები ცდილობდნენ წარმოეჩინათ თავიანთი ქვეყნის ისტორია, ტერიტორიული მომცველობა და მოთხოვნილი საზღვრები. ჯავახიშვილისეული ვერსია მოთხოვნილ საზღვარზე საქართველოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაზეა დაფუძნებული.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com