ka | en
Company Slogan TODO

მრავალი ელექტრონის კოჰერენტული მიმოცვლის აღმოჩენა ოქროზე დაფენილ, თვითაწყობად ბიო-წარმომავლობის ჰიბრიდულ კვაზი-2D ნანო-ფირებში

ავტორი: დიმიტრი ხოშტარია
თანაავტორები: თინათინ დოლიძე, ნიკოლოზ ნიორაძე, მიხეილ შუშანიანი, თორნიკე ქიმერიძე, ლაშა ლალიაშვილი, მაია მახარაძე, რუდი ვან ელდიკი
საკვანძო სიტყვები: ოქროს ზედაპირზე თვითაწყობადი ნანო-სისტემები, L-ცისტეინის და სპილეძის იონების ჰიბრიდული ფირები, მრავალ-ელექტრონიანი კოჰერენტული გადასვლები, დავიწროებული ვოლტამპერომეტრული მრუდები, სპინური ურთიერთქმედება, ბოზონური კონდენსაცია
ანოტაცია:

მოხსენებში წარმოდგენილი იქნება უახლესი ექსპერიმენტული მონაცემები, რომლებიც მოწმობენ, რომ ოქროს ელექტროდებზე დაფენილი, ცისტენის (L-cys) და მასთან კოორდინირებული სპილენძის იონების (Cu2+) მონაწილეობით თვითაწყობილი ჰიბრიდული კვაზი-2D ნანოფირები, გარკვეულ ექსპერიმენტულ პირობებში, ავლენენ უნარს, შინაგანად გარდაქმნან ტიპიური ერთ-ელექტრონიანი გადასვლების (მიმოცვლის) პროცესები მეტად იშვიათ, სპეციფიკურად კოჰერენტულ მრავალ-ელექტრონიან პროცესებში, რაც გამოვლინდება ტრადიციულად ფართო კათოდური და ანოდური ვოლტ-ამპერომეტრული პიკების უნიკალურ და მეტად იშვიათი ფორმის, ზევიწრო პიკებად ტრანსფორმაციაში. ამასთან, თვითეული ვოლტ-ამპერომეტრული პიკის ფართი, სიგნალის ფორმის არსებითი ტრანსფორმაციის მიუხედავად, რჩება უცვლელი, რაც მიუთითებს პროცესში მონაწილე Cu2+-იონების საერთო რაოდენიბის სრულ კონსერვაციაზე. ზემოაღწერილი და, ასევე, კომპიუტერული მოდელირების მეთოდით მიღებული ჩვენივე შედეგები, ერთობლოვად, შესაძლებელია აიხსნას Au-L-cys-ის ფირების და Cu2+ იონების შემცველი, კოლექტიურად რედოქს-აქტიური ჰიბრიდული კვაზი-1D ნანო-კლასტერების [(L-cysCO2)2Cu2+]n (სადაც: n = 2, 4, ...10, ...) წარმოშობით, რომლებიც სავარაუდოდ ფორმირდება სპინური ურთიერთქმედებით განპირობებული ბოზონური კონდენსაციის ხარჯზე [2,3]. ლიტერატურა: [1] D. E. Khoshtariya et al., J. Phys. D, Appl. Phys. 48 (2015) 255402; [2] J. P. Eisenstein, Ann. Rev. Cond. Matt. Phys., 5 (2014) 159–181; [3] F. Hellman et al., Rev. Mod. Phys. 89 (2017) 025006.


მიმაგრებული ფაილები:

Annotation ENG (D_K) [en]
Annotation GEO (D_K) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com