ka | en
Company Slogan TODO

KM3NeT პროექტის პროგრამული უზრუნველყოფა

ავტორი: გოგიტა პაპალაშვილი
საკვანძო სიტყვები: KM3NeT, ნეიტრინო, ოსცილაცია, მოდელირება
ანოტაცია:

KM3NeT საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს ნეიტრინული დეტექტორის (ტელესკოპის) განლაგება. პროექტი აერთიანებს 15 ქვეყნის უნივერსიტეტებს და საკვლევ ცენტრებს, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. KM3NeT დეტექტორი აფიქსირებს ნეიტრინოების ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი რელატივისტური დამუხტული ნაწილაკების ჩერენკოვის გამოსხივებას. როგორც ყველა დიდი სამეცნიერო პროექტში, აქაც დიდი ნაწილი უჭირავს კომპუტერულ უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური შემთხვევების და დეტექტორის მოდელირებას, ასევე მონაცემთა დამუშავებას. KM3NeT პროექტის მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა რთულ და კომპლექსურ სისტემას წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. მოხსენებაში განხილულია KM3NeT პროექტში გამოყენებული კომპუტერული მოდელირების (სიმულაციების) სისტემა და მისი შემადგენელი პროგრამები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com