ka | en
ავტორიზაცია
თეთრი უდაბნოს სერის (ივრის ზეგანი) ზედა მიოცენური ნალექების ლითოსტრატიგრაფიული და პალეონტოლოგიური მიმოხილვა
ავტორი: ლუკა ქოქიაშვილითანაავტორები: ალექსანდრე თევზაძე
საკვანძო სიტყვები: ლითოსტრატიგრაფია, პალეონტოლოგია, მიოცენი, სარმატი, ელდარი, შირაქი.
ანოტაცია:
2017 წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, პროექტის „ივრისპირეთი ზედა მიოცენში: სამხრეთ კავკასიის ნამარხი პრიმატების მატიანეში გარკვევისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობდა პალეონტოლოგიური ექსპედიცია მაია ბუხსიანიძის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის ფარგლებში შეგროვდა ფაუნისტური ნამარხი მასალა და უდაბნოს ადგილსაპოვებელზე აიგო დეტალური ლითოსტრატიგრაფიული ჭრილი. კონფერენციაზე მოხსენებისას, შევეცდებით, მიმოვიხილოთ ლითოსტრატიგრაფიული ჭრილი, დავახასიათოთ ნამარხი ფაუნა და ვისაუბროთ უდაბნოს ადგილსაპოვებელის მომავლის პერსპექტივებზე.
მიმაგრებული ფაილები:
L. Kokiashvili, A. Tevzadze [en]ლ. ქოქიაშვილი, ა. თევზაძე [ka]