ka | en
Company Slogan TODO

სასრული მესერი სპინ-ორბიტალური ურთიერთქმედებით

ავტორი: მერაბ ელიაშვილი
თანაავტორები: გიორგი ციციშვილი
საკვანძო სიტყვები: „მოცულობა-კიდე“ (Bulk-Edge) ფაზური გადასვლები
ანოტაცია:

ბოლო წლებში ჩვენ ვიკვლევთ ეთმობოდა ორგანზომილებიან ელექტრონულ სისტემებს შეზღუდული გეომეტრიის (საზღვრების არსებობის) პირობებში. ამ მიმართულებით გასულ წელს ჩვენს მიერ გამოქვეყნებულია ორი ნაშრომები [1,2]. პირველ მათგანში შესწავლილია უსპინო ელექტრონები ფიჭურ მესერზე მეორეში კი - სპინიანი ელექტრონები უწყვეტ გარემოში. პირველ შემთხვევაში ამოცანა ზუსტად არის ამოხსნილი, ტალღური ფუნქციები გამოისახულია ჩებიშევის პოლინომების მეშვეობით და შესწავლილია ე.წ. „მოცულობა-კიდე“ (Bulk-Edge) ფაზური გადასვლების თავისებურებები. მეორე შემთხვევაში ნაჩვენებია წმინდა სპინური დენების წარმოქმნის შესაძლებლობა. მიმდინარე ამოცანა მიზნად ისახავს ამ ორი სისტემის გაერთი¬ანებას. კერძოდ კი მესერულ მოდელში სპინური თავისუფლების ხარისხის დამატებასა და შესაბამისი ზუსტი ამოხსნების ძიებას. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გარდა მოცულობითი (Bulk) და კიდურა (Edge) ფაზებისა არსებობს კიდევ მესამე საშუალედო ფაზა. [1] M. Eliashvili, G.I. Japaridze, G. Tsitsishvili. G. Tukhashvili, “Edge States in 2D Lattices with Hopping Anisotropy and Chebyshev Polynomials”, J. Phys. Soc. Jpn. 83 (2014) 044706. [2] M. Eliashvili, G. Tsitsishvili, “Boundary conditions and formation of pure spin currents in magnetic field”, Physica E 93 (2017) 196.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com