ka | en
Company Slogan TODO

კარსტული მღვიმეების ევოლუცია

ავტორი: ლიანა ხანდოლიშვილი
საკვანძო სიტყვები: მღვიმე, კარსტი, რელიეფი
ანოტაცია:

მიწისქვეშა სიღრუეების მორფოლოგიური ანალიზი, მათი ჰიდროგეოლოგიის შესწავლა და ზედაპირულ კარსტულ ფორმებთან კავშირების კვლევა საშუალებას იძლევა დავასკვნათ: კარსტული ფორმების გენეზისი მჭიდრო კავშირშია ტექტონიკურ ნაპრალიანობასთან და ერთდროულად მიმდინარეობს კარსტული მასივის ზედაპირსა და სიღრმეში. განვითარების თანამედროვე ეტაპზე მღვიმეთგაჩენა ერთდროულად მიმდინარეობს, როგორც სიღრმული ცირკულაციის და სრული გაჯერების (ფრეატული რეჟიმი), ისე დონეების სეზონური რყევისა და აერაციის ზონებში (ვადოზური რეჟიმი). მაშასადამე, რელიეფის კარსტული ფორმები ვითარდება კოროზიული, ეროზიული და გრავიტაციული ზემოქმედებით სხვადასხვა ჰიდროდინამიკურ ზონებში. ამასთან, თუ რომელია წამყვანი - კოროზია თუ ეროზია, პასუხის გაცემა არ ხერხდება. ვადოზური ეპოქიდან მდ. ყვირილის აუზში კარგადაა გამოხატული ვოკლუზური, ნაპრალოვან-ტალანური და პერიოდულად ნაკადოვან ტალანური სტადიები. ვოკლუზური სტადია, რომლითაც იწყება მღვიმის განვითარების ვადოზური ეპოქა, არსებითი გარდატეხის დროა მღვიმის ჩამოყალიბებაში. იგი იწყება მღვიმის გახსნით, ე.ი. მის ქვემო ბოლოში თავისუფალი გასასვლელის გახსნით, რომელსაც გაჰყავს მღვიმური ნაკადი დედამიწის ზედაპირზე, ნორმალური ატმოსფერული წნევის პირობებში. მღვიმური ნაკადის დინება მკვეთრად იზრდება, რაც იწვევს ეროზიის გაძლიერებას, ნგრევას და მღვიმის გასწვრივი პროფილის სწრაფვას წონასწორობის მრუდისაკენ. აღნიშნულ სტადიაზე კარსტული სიცარიელეების ცალკეული უბნები ხაასიათდება წყლების გაძნელებული განტვირთვის მოვლენებით, განსაკუთრებით უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლის დროს, როცა კარსტულ სიცარიელეებში წყლის დონე მნიშვნელოვნად მაღლა იწევს.


მიმაგრებული ფაილები:

კარსტული მღვიმეების ევოლუცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com