ka | en
Company Slogan TODO

არაწრფივი ელემენტების მოდელირება მძლავრი ქსელური ფილტრების ინდუქტიური კომპონენტების ფერომაგნიტურ გულარებში

ავტორი: დავით იმნაძე
საკვანძო სიტყვები: ფილტრი
ანოტაცია:

თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების უმეტესობაში გამოიყენება იმპულსური კვების წყაროები, რომლებიც თავისი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ქმნიან მაღალი დონის ხელშეშლებს. ამიტომ აქტუალური გახდა ელექტრონული ფილტრების მოდელირება და ოპტიმიზაცია. სადიპლომო სამუშაო მოიცავს არაწრფივი ელემენტების მოდელირებას მძლავრი ქსელური ფილტრების ინდუქტიური კომპონენტების ფერომაგნიტურ გულარებში. შემუშავდა დანადგარი და მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ტოროიდალური გულარის, მაგნიტური შეღწევადობის ველზე დამოკიდებულების სიდიდე. ასევე შემუშავდა მეორე დანადგარი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფილტრის გაზომვა აქტიურ რეჯიმში, სხვადასხვა მუშა დენების დროს. გაზომვების და მოდელირების შედეგების შედარებისა და ანალიზის შედეგად შემუშავდა მეთოდოლოგია რომელიც მაღალი დენების შემთხვევაში ფილტრის ქცევის პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com