ka | en
Company Slogan TODO

დენდრიტული უჯრედები და მათი როლი ანტისიმსივნურ იმუნიტეტში

ავტორი: ნათია ხარაბაძე
საკვანძო სიტყვები: დენდრიტული უჯრედები, სიმსივნე
ანოტაცია:

დენდრიტული უჯრედები და მათი როლი ანტისიმსივნურ იმუნიტეტში ნათია ხარაბაძე ელ-ფოსტა: natia.kharabadze1@gmail.com იმუნოლოგია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილ. ჭავჭავაძის გამზირი 3 დენდრიტული უჯდერები არიან მთავარი რეგულატრები ადაპტური იმუნური პასუხის დროს. ასე რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან სიმსივნის საწინააღმდეგო T უჯრედული პასუხის დროს. პრაქტიკულად, ანტისიმსივნური პასუხი დამოკიდებულია დენდრიტულ უჯრედებზე, რომლებიც ახორციეებენ სიმსივნური ანტიგენის ტრანსპორტირებას ლიმფური კვანძში და შემდგომ მის პრეზენტაციას T ლიმფოციტთან. მომწიფებული დენდრიტური უჯრედი საჭიროა, არა მხოლოდ სიმსივნური ანტიგენის წარსადგენად, არამედ ისინი აწარმოებენ კოსტიმულატორულ მოლეკულებს T უჯრედისათვის. სიმსივნური ანტიგენის წარდგენას დენდრიტული უჯრედები ახორციელებენ ჰისტოშეთავსებულობის მთავარი კომპლექსის (MHC) მეშვეობით. MHC I კლასის მეშეობით ანტიგენი წარედგინება CD8+ T უჯრედებს, ხოლო MHC II კლასის მეშვეობით წარდგენილი ანტიგენი გააქტიურებს CD4+ T უჯრედებს. დენდრიტული უჯრედები, თავიანთი შესაძლებლობით წარადგინონ სიმსივნური ანტიგენი, ითვლებიან ერთ-ერთ რიტიკულ ფაქტორად ანტისიმსივნური იმუნური პასუხის დროს. აქედან გამომდინარე, დენდრიტულული უჯრედები მთავარ სამიზნეს წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგოდ თერაპიული თვალსაზრისითაც, რომელიც გულისხმობს დენდრიტული უჯრედების მიერ სიმსივნური ანტიგენის გაძლიერებულ წარდგენას.


მიმაგრებული ფაილები:

Dendritic cells and their role in antitumor immunity [en]
დენდრიტული უჯრედები და მათი როლი ანტისიმსივნურ იმუნიტეტში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com