ავტორიზაცია
სეისმური პროცესების და მასათა მოძრაობის ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირება
ავტორი: დიმიტრი ამილახვარითანაავტორები: ლევან დვალი
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია 2017 წლის სტუდენტური პროექტის ‘’სეისმური პროცესების და მასათა მოძრაობის ლაბორატორიული და მათემატიკური მოდელირება’’ ფარგლებში მიღებული ძირითადი შედეგები. პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა სეისმური პროცესების ლაბორატორიული მოდელირება და შესაბამისი მათემატიკური მოდელების განხილვა. შეიქმნა სეისმური პროცესის ერთგანზომილებიანი მოდელი რომელიც ეყრდნობა ხაიკინის ამოცანას. ამ მოდელში ნაჩვენებია ფრიქციული ავტორხევითი დინამიკის შესაძლებლობა და გამოვლენილია მოძრაობის სპექტრალური მახასიათებლები, რომლებიც თვივისობრივად თანხვედრაშია შესაბამის ლაბორატორიულ მონაცემებთან. მონაცემთა ანალიზის დამუშავებისათვის გამოყენებულია რეკურენტული ანალიზის და სპექტრალური მეთოდები. შექმნილია შესაბამისი ექსპერიმენტალური დანადგარი, რომელზეც განხორციელდა მცოცავი ფილების აჩქარებების, აკუსტიკური ემისიის ჩაწერა და მიღებულია შესაბამისი გრაფიკული ინფორმაცია. გამოვლენილია ფაზური სინქრონიზაციის ეფექტი.