ka | en
ავტორიზაცია
კულონური მინარევი სფერულ ნანონაწილაკში
ავტორი: ბაჩანა ბერაძესაკვანძო სიტყვები: კვანტური წერტილი, მინარეული ატომი, ნანონაწილაკი
ანოტაცია:
ჩვენ შევისწავლეთ წყალბადური მინარევი სფერულ ნანონაწილაკში. გამოვითვალეთ ტალღური ფუქნციები და ენერგეტიკული დონეები ნანონაწილაკში ჩაჭერილი ელექტრონისთვის/ხვრელისთვის ცენტრში ფიქსირებული დონორული/აქცეპტორული მინარევის თანაობისას. გამოთვლები ჩატარდა სხვადასხვა ზომისა და მასალის ნანონაწილაკისტვის, მაგალითად ZnO და CdSe, ელექტრონისა და ხვრელის სხვადასხვა ეფექტური მასისთვის. გამოთვლებით მიღებული ელექტრონული სტრუქტურა განსაზღვრავს გამოსხივების სპექტრს. გამოთვლებიდან, აგრეთვე, შესაძლებელია დადგინდეს გამტარებლობის (n- ან p- ტიპის) დამოკიდებულება სივრცულ კონფაინმენტზე.