ka | en
ავტორიზაცია
ქართული ენის გრამატიკული ლექსიკონის კომპაილერი
ავტორი: ლიანა ლორთქიფანიძესაკვანძო სიტყვები: ელექტრონული გრამატიკული ლექსიკონი, მორფოლოგიური და სინტაქსური მახასიათებლების მარკერები, ბუნებრივი ენის მოდელი.
ანოტაცია:
ქართული ენის გრამატიკული ლექსიკონის დანიშნულებაა სალექსიკონო ერთეულს (სიტყვას) მიეთითოს მორფოლოგიური და სინტაქსური მახასიათებლები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს გრამატიკულად სწორი ფრაზების ასაგებად. სიტყვასთან შეიძლება მითითებული იყოს: რომელ მეტყველების ნაწილს ეკუთვნის ეს სიტყვა; მისი გრამატიკული მნიშვნელობა; გრამატიკული ფორმები; სიტყვის ხმარების ვარიანტები ან ფორმების არასტანდარტული სტრუქტურა; ფორმების გარჩევა განპირობებული მათი მნიშვნელობების ან ლექსიკური თავსებადობის მიხედვით; შესაბამისი ფორმების სემანტიკური შეუთანხმებლობა, ცალკეული ფორმების არარსებობა ან არხმარება და ა.შ. სიტყვების შერჩევის პრინციპი და მათ შესახებ საჭირო ინფორმაცია შეიძლება სხვადასხვა იყოს გრამატიკული ლექსიკონის დანიშნულების შესაბამისად.
მიმაგრებული ფაილები:
Compiler of the Georgian Grammatical Dictionary [en]ქართული ენის გრამატიკული ლექსიკონის კომპაილერი [ka]