ავტორიზაცია
კრისტალური მყარი სხეულების შესწავლა რენტგენული დიფრაქციის მეთოდით
ავტორი: თორნიკე ჭაბუკიანისაკვანძო სიტყვები: მყარი სხეული, კრისტალური სტრუქტურა, რენტგენული დიფრაქცია
ანოტაცია:
რენტგენული დიფრაქციის მეთოდი გამოიყენება მყარი სხეულების ატომური და მოლეკულური სტრუქტურის განსასაზღვრად. ამ დროს რენტგენის სხივების დიფრაქცია ხდება კრისტალის შემედგენელი ატომებიდან სხვადასხვა მიმართულებით. კრისტალიდან არეკლილი სხივების კუთხეზე დამოკიდებულების შესწავლით შესაძლებელია დადგინდეს მყარი ნივთიერების მახასიათებელი პარამეტრები, როგორიცაა ელექტრონების განაწილების სიმკვრივე, ატომების განლაგება კრისტალში, მათი ქიმიური ბმები, გაირკვეს მინარევების არსებობა და სხვა მრავალი. მოცემულ სემინარში განხილული იქნება კრისტალოგრაფიის საფუძვლები, როგორიცაა კრისტალურ და ამორფულ სხეულებს შორის განსხვავება, მათი სტრუქტურა, კრისტალის სიმეტრია, ელემენტარული უჯრედის ორიენტაციის განსაზღვრა მილერის ინდექსების საშუალებით. ასევე განვიხილავთ რენტგენული დიფრაქციის ორ - ლაუეს და ბრეგის მოდელებს. აღწერილი იქნება ექსპერიმენტული მეთოდი და შესაბამისი გამზომი სისტემა.
მიმაგრებული ფაილები:
კრისტალური მყარი სხეულების შესწავლა რენტგენული დიფრაქციის მეთოდით [ka]