ავტორიზაცია
ივანე ჯავახიშვილის 1992 წლის საქართველოს რესპუბლიკის რუკის კარტომეტრიულ გეოგრაფიული ანალიზი
ავტორი: მანანა კვეტენაძესაკვანძო სიტყვები: რუკები, საქართველოს რესპუბლიკის რუკა, ივანე ჯავახიშვილი, რუკის კვლევა
ანოტაცია:
ანოტაცია ნაშრომში წარმოჩენილია ივანე ჯავახიშვილის 1922 წლის „საქართველოს რესპუბლიკის რუკის“ კარტომეტრიულ-გეოგრაფიული ანალიზი. კვლევის შედეგად დადგინდა გასაბჭოებამდე და მის შემდგომ პერიოდებში საქართველოს ტერიტორიული ცვლილებები. ეს გულისხმობს: როგორც ქვეყნის საზღვრების, ისე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ცვლილების დადგე-ნას, ასევე ტერიტორიული დანაკარგის დადგენას. დიდ ინტერესს იწვევს რუკაზე დატანილი საქართველოს ძველი და ახალი საზღვრები. ახალი საზღვარი ასახავს 1922 წლის მდგომარეობას, გასაბჭოების შემდგომ. არც ამ რუკაზე და არც სხვა შრომებში ივ.ჯავახიშვილი არ საუბრობს, თუ რას გულისხმობს ის ძველ საზღვრებში, თუმცა ცხადია, რომ ეს არის 1921 წლამდე, გასაბჭოებამდელი საზღვარი - ე.ი. იმ პერიოდამდე, სანამ საქართველოს შემადგენლობაში იყო ისტორიული ტაო, ზაქათალა, ლორე, ყარაია. გეოგრაფიულ-კარტომეტრიული თვალსაზრისით ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს საზღვრები, ¬აგრეთვე განხორციელდა კვლევის შედეგების შედარება: 1) საბჭოთა ტოპო¬გრა¬¬ფიულ რუკებზე გავლებულ საზღვრის კონტურთან, რისთვისაც გამოყენებულია 100,000; 50,000 და 25,000 რუკები; 2) ივანე ჯავახიშვილის ნაშრომის („საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“) მიხედვით. დადგინდა საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების სივრცითი განაწილების თავისებურებანი, აგრეთვე რუკაზე ასახული ობიქტების განაწილება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მიღებული შედეგები წარმოდგენილია თემატური რუკებისა და დიაგრამების სახით.