ka | en
Company Slogan TODO

აზიური ფაროსანას გავრცელებისა და მავნებლობის ხარისხის დადგენა თხილის ბაღის საექსპერიმენტო ნაკვეთზე

ავტორი: ლიკა დეკანოიძე
საკვანძო სიტყვები: აზიური ფაროსანა, მავნებელი მწერი, ქცევა, სასოფლო სამეურნეო კულტურა, მონიტორინგი
ანოტაცია:

აზიური ფაროსანა ინვაზიური მავნე მწერია, რომლის გავრცელების ბუნებრივი არეალი აზიაა. 10 წელზე მეტია მისი პოპულაციები გამოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. 2015 წელს საქართველოშიც აღინიშნა აზიური ფაროსანას პირველი პოპულაცია და 2016 - 2017 წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა ქვეყანას. მწერს შეუძლია დააზიანოს როგორც თხილი, რომელიც საქართველოსთვის საექსპორტო მნიშვნელობისაა, ასევე ციტრუსი, ვაშლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები და სხვა. აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და ინტეგრირებული მართვის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის აუცილებელია მწერის ბიოლოგიის სიღრმისეული სამეცნიერო კვლევების ჩატარება. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო დასავლეთ საქართველოში ფაროსანას ქცევის თავისებურებების, გავრცელებისა და მავნეობის ხარისხის შესწავლა თხილის ბაღის საექსპერიმენტო ნაკვეთზე. პროექტის ფარგლებში მონიტორინგის სხვადასხვა საშუალებებით (სატყუარებიანი საფ) შევისწავლეთ აზიური ფაროსანას პოპულაციის ზრდის დინამიკა მისი სასიცოხლო ციკლის განმალობაში. დადგინდა მწერის რაოდენობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე, მისი მიგრაციის მარშრუტები და გამოსაზამთრებელი ადგილები, აგრეთვე გამოვლინდა აზიური ფაროსანას მავნებლობის ხარისხი თხილის კულტურაში და ჩატარდა მონაცემების შედარებითი და მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი. მიღებული მონაცემები და შედეგები, ხელს შეუწყობს მავნებლის მონიტორინგის, მისი მართვისა და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას და განცხორცილებას, და შემდეგომი კვლევების ჩატარებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com