ka | en
Company Slogan TODO

მაგნიტური ნანოსიტხის დამაგნიტების ინტერპოლაციური ფორმულა

ავტორი: სიმონ ჩხაიძე
თანაავტორები: ა. უგულავა, გ. მჭედლიშვილი, ღ. აბრამიშვილი
საკვანძო სიტყვები: სუპერპარამაგნეტიზმი, მაგნიტური ნანონაწილაკები, ნანომასალები
ანოტაცია:

მაგნიტური ნანონაწილაკები ხასიათდებიან ორი ვექტორული სიდიდით - დამაგნიტების ღერძით და მაგნიტური მომენტით. სუსტი ველის მიახლოებაში დამაგნიტების პროცესის დასაწყისში) მაგნიტური ნანოსითხის ნაწილაკთა ანიზოტროპიის ღერძები მიმართულია ქაოსურად, ხოლო ძლიერი ველების შემთხვევაში ისინი პოლარიზებულნი არიან მაგნიტური ველის მიმართულებით მექანიკური ანიზოტროპია).პირველ ზღვრულ შემთხვევაში სისტემა მაგნიტდება ლანჟევენის მრუდის მიხედვით, ხოლო მეორე შემთხვევაში დამაგნიტების მრუდს განსხვავებული ფორმა აქვს, რომელიც ახლოსაა ჰიპერბოლურ ტანგენსთან. გარდამავალი პროცესის შესასწავლად ამ ორ ზღვრულ შემთვევას შორის, ჩვენ გამოვიყენეთ ინტერპოლაციური თეორია, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ნანონაწილაკთა ღერძების პოლარიზაციის თანდათანობით ზრდას დამაგნიტების პროცესში.ამ ნაშრომის ძირითადი იდეაა გარდამავალ პროცესში მყოფი მაგნიტური ნანოსითხის წარმოდგენა ორი მაგნიტოთერმოდინამი - კურ ქვესისტემად ნაწილაკთა ცვლადი რიცხვით (ორკომპონენტიანი მოდელი): 1.) ნანონაწილაკთა ქვესისტემა ქაოსურად მიმართული ღერძებით და 2) ქვესისტემა ორიენტირეებული ღერძებით. დამაგნიტების პროცესში ხდება გადასვლები პირველი ქვესისტემიდან მეორეში, ანუ ქაოსური ნაწილაკების რაოდენობის შემცირება და ორიენტირებულის გაზრდა. ქვესისიტემებს შორის წონასწორობის პირობად შუალედური მაგნიტური ველებისათვის ითვლება პარციალური პოტენციალების ტოლობა. ამ მოდელის ფარგლებში მიღებულია მაგნიტური სითხის დამაგნიტების ინტერპოლაციური ფორმულა. ნაჩვენებია, რომ ინტერპოლაციური თეორიის დამაგნიტების მრუდი მდებარეობს ორ ცნობილ მრუდს შორის - ლანჟევენის მრუდსა და ჰიპერბოლური ტანგენსს შორის. ინტერპოლაციური ფომულით გამოთვლილი კიურის კონსტანტა მაგნიტური ნანოსითხისათვის სიდიდით აღემატება თავის ჩვეულებრივ მნიშვნელობას, გამოთვლილს ლანჟევენის თეორიით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com