ka | en
Company Slogan TODO

არამაგნიტური მინარევების ზეგავლენა კუპრატებში ზეგამტარობასა და სტრაიპულ მოწესრიგებაზე

ავტორი: ალექსანდრე შენგელაია
თანაავტორები: ზ. გუგუჩია, ბ. როსსლი, რ. ხასანოვი, ა. ამატო, ე. პომიაკუშინა, კ. ცონდერი, ი. უემურა, ჯ. ტრანქუადა, ჰ. კელლერი
ანოტაცია:

შესწავლილ იქნა არამაგნიტური Zn მინარევების ეფექტი სტრაიპების მოწესრიგებაზე და ზეგამტარობაზე La214 კუპრატებში მიუონის სპინის ბრუნვის და ნეიტრონების გაბნევის ექსპერიმენტული მეთოდებით. საინტერესოა, რომ ნიმუშებში ხვრელების კონცენტრაციით x ≈ 1/8 სტრაიპების სპინური მოწესრიგების ტემპერატურა Tso წრფივად მცირდება Zn კონცენტრაციის y ზრდასთან ერთად და ქრება როცა y ≈ 4%. ეს აჩვენებს სტრაიპების სტატიკური სპინური მოწესრიგების მაღალ მგრძნობიარობას CuO2 სიბრტყეებში შეტანილი მინარევების მიმართ. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, Zn-ის მინარევების კონცენტრაციის გაზრდით Tso-ს წრფივი შემცირება ძალიან ჰგავს ზეგამტარული კრიტიკული ტემპერატურის შემცირებას Zn-ის მინარევების შეტანის შედეგად. ეს მოულოდნელი მსგავსება აჩვენებს სტრაიპების სპინური მოწესრიგების და ზეგამტარული კორელაციების ურთიერთდამოკიდებულებას სპილენძის მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com