ავტორიზაცია
საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოსხივების ზეგავლენის შესწავლა ადამიანის ერთგვაროვან მოდელზე მანქანაში
ავტორი: თამარ ნოზაძესაკვანძო სიტყვები: საბაზო სადგური, EM ველი, ადამიანის ერთგვაროვანი მოდელი, MAS, SAR
ანოტაცია:
კვლევის მიზანი და სიახლე არის დამხმარე გამომსხივებლების მეთოდით (MAS) EM გავლენის შესწავლა ადამიანზე, რომელიც იმყოფება მანქანაში და ამ სისტემის რეზონანსული თვისებების გამოკვლევა, როგორც მობილური ტელეფონის, ასევე საბაზო სადგურის ანტენით დასხივების შემთხვევაში; ჩვენი მიზანია ასევე გამოვიკვლიოთ დედამიწის, როგორც ამრეკლი ზედაპირის გავლენა მანქანის შიგნით ველის ფორმირების პროცესში. კვლევის ამოცანაა 450, 900 და 1800 MHz საკომუნიკაციო სიხშირეებზე EM ველის დიფრაქციის ამოცანის ამოხსნა მანქანაში მოთავსებულ ადამიანის ერთგვაროვან მოდელზე. სისტემის (მანქანა+ადამიანის მოდელი) რეზონანსული თვისებების გამოკვლევა, რეზონანსული მახასიათებლის აგება, რეზონანსული სიხშირეების პოვნა და როგორც რეზონანსულ, ასევე არარეზონანსულ სიხშირეებზე ახლო ველის განაწილების დადგენა და მათი შედარება. აგრეთვე, ადამიანის მიერ შთანთქმული ველის ენერგიის (SAR-ის) შეფასება.