ka | en
Company Slogan TODO

ფაზი-აგრეგირების ოპერატორების მიდგომა გადაუდებელი დახმარების ობიექტების განთავსების ამოცანაში

ავტორი: გია სირბილაძე
საკვანძო სიტყვები: გადაუდებელი დახმარების ობიექტების განთავსების დაგეგმვა, მრავალფაქტორული გადაწყვეტილების მიღება, ფაზი-აგრეგირების ოპერატორები, მრავალკრიტერიუმიანი დისკრეტული ოპტიმიზაცია, კრიტიკული ინფრასტრუქტურა
ანოტაცია:

აგებულია ობიექტების განთავსების ამოცანის ახალი ფაზი-მოდელი. განვითარებულია საგანგებო სიტუაციების ობიექტების განთავსების დაგეგმვის პარამეტრებზე ექსპერტის ცოდნის წარმოდგენისა და ფორმირების ფაზი - აგრეგირების ოპერატორების მიდგომა. შექმნილია ახალი მიზნობრივი ფუნქცია - ცენტრების შერჩევის რანჟირების ინდექსის მაქსიმიზაცია. ეს ფუნქცია კი ორ კლასიკურ მიზნობრივ ფუნქციასთან - შერჩეული ცენტრებში მომუშავე აგენტების საერთო რაოდენობის მინიმიზაციასთან და შერჩეული ცენტრების გახსნის საერთო დანახარჯების მინიმიზაცისთან ერთად ქმნის მრავალკრიტერიუმიან ობიექტების განთავსების ამოცანას. აგებული მოდელი ილუსტრირებულია დასახლებული პუნქტის საგანგებო სიტუაციაში დახმარების ობიექტების განთავსების დაგეგმვის სიმულაციურ მაგალითზე. კონკრეტულად კი, საგანგებო სიტუაციის შემთხევაში, თუ როგორ დაიგეგმოს სახანძრო სადგურების განთავსება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მოთხოვნების გათვალისწინებით.


მიმაგრებული ფაილები:

ფაზი-აგრეგირების ოპერატორების მიდგომა გადაუდებელი დახმარების ობიექტების განთავსების ამოცანაში [ka]
Fuzzy Aggregation Operators Approach to the Emergency Service Facilities Location Problem [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com