ავტორიზაცია
ორი სამდონიანი ატომის გადაბმულობის დინამიკა ნანომექანიკური რეზონატორის საშუალებით
ავტორი: ზაზა ტოკლიკიშვილითანაავტორები: ლ.ჭოტორლიშვილი, ს.კ. მიშრა, ს. სტრაჟინსკი, მ.შულერი, ა.რ.პ რაუ, ჯ ბერაკდარი
საკვანძო სიტყვები: გადაბმულობა, ნანომექანიკური რეზონატორი, აზოტი-ვაკანსიის ცენტრი
ანოტაცია:
ჩვენ ვსწავლობთ ორი სამდონიანი ატომის (აზოტი-ვაკანსიის დეფექტი ალმასის კრისტალში) გადაბმულობის დროში ევოლუციას. ეს ორი სამდონიანი ატომი ერთმანეთთან არის დაკავშირებული ორსიხშირიანი ნანომექანიკური რეზონტორის საშუალებით. დავთვალეთ რა უარყოფითობა როგორც გადაბმულობის ზომა, ვნახეთ რომ ორ სპინს შორის გადაბმულობა განიცდის ოსცილაციებს დროში და შეიძლება მისი მანიპულირება სისტემის პარამეტრების ცვლილებით. დროში ევოლუცისას ადგილი აქვს გადაბმულობის პერიოდულად ჩახშობას და შემდეგ კვლავ აღდგენას. იმისათვის რომ შეგვესწავლა კვანტური დეკოჰერენცია ჩვენ გამოვიყენეთ ლინდბადის კინეტიკური განტოლება სიმკვრივის მატრიცისათვის. მიუხედავად ამოცანის სირთულისა, მოდელი ანალიზურად იხსნება გარკვეული დაშვებების გათვალისწინებით. ამ ამონახსნების საშუალებით შესწავლილია კვანტური დეკორეჰრენციის გავლენა გადაბმულობის დინამიკაზე.
მიმაგრებული ფაილები:
Entanglement dynamics of two nitrogen vacancy centers coupled by a nanomechanical resonator [en]