ka | en
Company Slogan TODO

მდ. გლდანისხევის ხეობაში არსებულ მოწყვლად ფერდობებზე მიმდინარე ნიადაგის ეროზიული პროცესების რაოდენობრივი მახასიათებლების პროგნოზირება და ეროზირებული უბნების მართვის მექანიზმების შემუშავება

ავტორი: ირინა ხუბულავა
საკვანძო სიტყვები: ნიადაგის ეროზია, მოწყვლადი ფერდობი, გეოხალიჩა
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია მდინარე გლდანისხევის ხეობაში არსებულ, მამკოდას დასახლების მიმდებარე, მოწყვლად ფერდობებზე მიმდინარე ნიადაგის ეროზიული პროცესები. კერძოდ, აპრობირებული ემპირიული დამოკიდებულებით განისაზღვრა მამკოდას დასახლების მიმდებარე მოწყვლადი ფერდობების ეროზიის კოეფიციენტის მნიშვნელობები, დაზიანების ხარისხი და ეროზიის რაოდენობრივი მახასიათებლები. მიღებული შედეგების დასაზუსტებლად და ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ეფექტური გეოხალიჩის (ეროზირებული უბნების მართვის მექანიზმები) შემუშავების მიზნით მამკოდას დასახლების მიმდებარე მოწყვლად ფერდობზე მოწყობილი იქნა საველე ინტეგრირებული პოლიგონი, რომელზეც ერთდროულად ხორციელდებოდა როგორც ნიადაგის ეროზიის დინამიკის შესწავლა (საკონტროლო უბანი), ასევე 2 ერთმანეთისაგან განსხვავებული გეოხალიჩის (მსოფლიოში აპრობირებული გეოხალიჩა „Jute Mat“ და ქართული პროდუქტი გეოხალიჩა „Luffaeromat“) ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ეფექტურობის და ბიომრავალფეროვნების აღდგენის შესაძლებლობების კვლევა. საველე ინტეგრირებული პოლიგონის საკონტროლო უბანზე განხორციელებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მამკოდას დასახლების მიმდებარე მოწყვლად ფერდობებზე თეორიულად მიღებული შედეგები ახლოს დგას საველე პირობებში განხორციელებულ შედეგებთან, რაც განაპირობებს ნიადაგის ეროზიის ინტენსიობის დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევის შედეგების საიმედოობას. რაც შეეხება საველე ინტეგრირებული პოლიგონის საცდელ უბნებზე განხორციელებულ კვლევებს დადგინდა, რომ ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგოდ და ბიომრავალფეროვნების აღდგენის თვალსაზრისით ეფექტურია ჩვენ მიერ შექმნილი გეოხალიჩა „Luffaeromat“, ვიდრე გეოხალიჩა „Jute Mat“, რაც საშუალებას გვაძლევს გავცეთ რეკომენდაცია მის დასანერგად.


მიმაგრებული ფაილები:

khubulavairina [en]
khubulavairina [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com