ka | en
ავტორიზაცია
არაწრფივი სტატიკური ძელის განტოლების მიახლოებითი ამოხსნის შესახებ
ავტორი: არჩილ პაპუკაშვილითანაავტორები: გიორგი პაპუკაშვილი, ჯემალ ფერაძე
საკვანძო სიტყვები: კირხოფის ტიპის სტატიკური ძელი, არაწრფივი ინტეგრალური განტოლება, გრინის ფუნქცია, პიკარის იტერაციული მეთოდი, რიცხვითი რეალიზაციები.
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია კირხოფის ტიპის სტატიკური ძელისთვის არაწრფივი სასაზღვრო ამოცანის მიახლოებითი ამოხსნის საკითხები. გრინის ფუნქციების გამოყენებით ამოცანა დაიყვანება არაწრფივ ინტეგრალურ განტოლებაზე, რომლის ამოსახსნელადაც ვიყენებთ პიკარის ტიპის იტერაციულ მეთოდს.ზემოაღნიშნული ამოცანის შემთხვევაში გამოწეილია მიახლოებითი ამოხსნის ახალი სათვლელი ალგორითმები და ჩატარებულია რიცხვითი ექსპერიმენტები. შედეგები წარმოდგენილია ცხრილებისა და გრაფიკების სახით.