ka | en
ავტორიზაცია
პარალელური გახლეჩის სქემა კვაზიწრფივი აბსტრაქტული ჰიპერბოლური განტოლებისთვის
ავტორი: ჯემალი როგავათანაავტორები: ნანა დიხამინჯია
საკვანძო სიტყვები: ოპერატორული გახლეჩვა, აბსტრაქტული ჰიპერბოლური განტოლება
ანოტაცია:
ჰილბერტის სივრცეში განხილულია კოშის ამოცანა აბსტრაქტული ჰიპერბოლური განტოლებისთვის ლიფშიც უწყვეტი ოპერატორით. განტოლების ელიფსური ნაწილის შესაბამისი ოპერატორი წარმოადგენს თვითშეუღლებული და დადებითად განსაზღვრული ოპერატორების სასრულ ჯამს. აგებულია დასმული ამოცანის მიახლოებითი ამოხსნის პარალელური გახლეჩის სქემა. მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ ლოკალურ შუალედში პარალელურად იხსნება (ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად) შესაკრები ოპერატორების შესაბამისი ნახევრადდისკრეტული არაცხადი სხვაობიანი სქემები. მტკიცდება, რომ მიღებული ამონახსნებისგან შედგენილი აწონილი საშუალო (კერძოდ საშუალო არითმეტიკული) კრებადია ზუსტი ამონახსნისკენ.
მიმაგრებული ფაილები:
Parallel Splittin Scheme for Quasi-linear Abstract Hyperbolic Equation [en]