ავტორიზაცია
პ–ამინობენზოის მჟავას ეთილის ეთერის (ანესთეზინი) კონდენსაცია შაქრებთან
ავტორი: ნელი სიდამონიძეთანაავტორები: რუსუდან ვარდიაშვილი, მაია ნუცუბიძე
საკვანძო სიტყვები: საკვანძო სიტყვები: ნახშირწყლები, ბიოლოგიური აქტიურობა, ნიტროზო (NO) ჯგუფი, კონდენსაცია.
ანოტაცია:
ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიმართულებით. ამ მხრივ, კი დიდ ყურადღებას იპყრობს ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი ნაერთები. შესწავლილია, რომ NO მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ის მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი, მონაწილეობს იმუნური სისტემის, ნერვული სისტემის, ფუნქციონირებაში, არეგულირებს უჯრედების აპოპტოზსა და პროლიფერაციას. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი N–გლიკო– ზიდების სინთეზი. საწყის ნივთიერებად აღებულ იქნა გლუკოზის (1), გალაქტოზის (2) და მანოზიხ (3) პ–ამინობენზოის მჟავას ეთილის ესთერის კონდენსაციის პრო-დუქტები – β–N–(პ–ამინობენზოისმჟავას ეთილესთერილ )–D– გლუკოპირანოზილ- ამინი (4), β–N–( პ–ამინობენზოის მჟავას ეთილესთერილ) –D–გალაქტოპირანოზილ-ამინი (5) და β–N–(პ–ამინობენზოის მჟავას ეთილესთერილ)–D–მანოპირანოზილ-ამინი (6). სინთეზირებული ნაერთების (4, 5, 6) ნიტროზირებით ნატრიუმის ნიტრიტით მიღებულ იქნა შესაბამისი ნიტროზოწარმოებულები (7, 8, 9). სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.
მიმაგრებული ფაილები:
Reaction Condensation of p-Aminobenzoic Acid Ethyl Esters from Sugars [en]პ–ამინობენზოის მჟავას ეთილის ეთერის (ანესთეზინი) კონდენსაცია შაქრებთან [ka]