ka | en
Company Slogan TODO

ტყიბულის ქვანახშირში გოგირდის ცალკეული ფორმები

ავტორი: Nino Takaishvili
თანაავტორები: გურამ სუპატაშვილი, ნუნუ ლაბარტყავა
საკვანძო სიტყვები: ქვანახშირი, გოგირდი
ანოტაცია:

დღეისათვის ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე იგეგმება 300 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტის ძირითადი საკითხია უარყოფითი ეკოლოგიური ძვრები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ტყიბულის თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებამ. აქედან გამომდინარე, ტყიბულის ქვანახშირის შესწავლა, გოგირდის, ქლორის, დარიშხანის და მათი ცალკეული ფორმების შემცველობაზე, აქტუალური საკითხია. ეკოქიმიური თვალთახედვით ქვანახშირის ყველაზე არასასურველი მინარევებია გოგირდშემცველი ნაერთები, რომლთა წვის შედეგად წარმოქმნილი გოგირდის დიოქსიდი მჟავა წვიმების ძირითადი გენერატორია. ჩვეულებრივ გოგირდის მასური წილი ქვანახშირში 1,5-2,2 %-ია, ზღვრულად დასაშვები ნორმა კი < 3%. გოგირდის შემცველობით ტყიბულის ქვანახშირი მიეკუთვნება ეკოლოგიურად სუფთა მყარ სათბობს. მისი საერთო შემცველობა არ აღემატება 10,7 გ/კგ-ს და საშუალოდ 8,5 გ/კგ-ის ტოლია. გოგირდის 59-78 % პირიტული ფორმითაა წარმოდგენილი. ამიტომ ლოგიკურია პირდაპირი კავშირი ტყიბულის ქვანახშირში საერთო რკინისა და გოგირდის შემცველობებს შორის (კორელაციის კოეფიციენტი r = + 0,53). როგორც მოსალოდნელი იყო სულფატური გოგირდის შემცველობა დაბალია (0,47 – 0,97 გ/კგ), რაც საერთო გოგირდის 4-10%-ს შეადგენს. სულფიდური გოგირდი საკვლევ სინჯებში არ აღმოჩნდა, ხოლო ორგანული გოგირდის წილი მისი საერთო შემცველობის 14-32 %-ია. სულფატური და ნაცარში დარჩენილი გოგირდის გათვალისწინებით წვის შედეგად წარმოქმნილი SO2 რაოდენობა საორიენტაციოდ 15-16 კგ შეადგენს ერთ ტ ქვანახშირზე, რაც თბოენერგეტიკული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში არ შეიძლება ეკოლოგიური საფრთხის მიზეზი გახდეს.


მიმაგრებული ფაილები:

Nino Takaishvili ENG [en]
ნინო თაყაიშვილი GEO [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com