ka | en
Company Slogan TODO

მაღალი ძაბვის ეკრანირებული კაბელების ელექტრომაგნიტური გამოსხივების ანალიზი

ავტორი: დიანა ერენიანი
თანაავტორები: ანა გეონჯიანი, ოსსამა სასსი, ბადრი ხვიტია, ზვიადი კუჭაძე, გიორგი კაპანაძე, რომან ჯობავა
ანოტაცია:

ელექტრომობილების ძალოვანი სისტემის ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაუმჯობესებისათვის საჭიროა სისტემის კომპონენტების მიერ გამოსხივებული ენერგიის ზუსტი ანალიზი. გამოსხივების დონე დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა: ძალოვან მოდულებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების გადართვის მახასიათებლები, კაბელების ეკრანირების ხარისხი და დამიწების გზის კომპლექსური იმპედანსი. ნაშრომში წარმოდგენილი სიმულაციის მეთოდის შესამოწმებლად გამოვიყენეთ სატესტო დანადგარი საავტომობილო სტანდარტის CISPR25 მიხედვით, ღერძულა-ანტენიანი მიმღები მოწყობილობის გამოყენებით. კვლევის მთავარი მიზანი იყო შეგვესწავლა ანტენის გამზომი კაბელის პოზიციის გავლენა გამოსხივების გაზომვის შედეგებზე. იმისათვის რომ, მეტი აქცენტი ყოფილიყო გასაზომი კაბელების პარამეტრებზე და გამოგვერიცხა დამატებითი გარე გავლენები, შევიმუშავეთ ფართოსპექტრის სტაბილური გენერატორი ავტონომიური კვებით. გენერატორის გამოსასვლელი სიმძლავრე საკმარისია იმისათვის რომ, გავზომოთ გამოსხივება მთლიანად ეკრანირებული სისტემიდან 0,15-30მგც სიხშირულ დიაპაზონში. წარმოდგენილი სიმულაციის მეთოდი შესაძლოა გამოყენებული იქნას ელექტრომობილის ეკრანირებული ძალოვანი სისტემის ანალიზისათვის, მრავალფეროვანი რეზონანსული ეფექტების აღმოსაჩენად რთული განშტოებადი დამიწებების შემთხვევაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com