ka | en
Company Slogan TODO

ხანგრძლივი ფსიქო–ემოციური სტრესის გავლენა Na+/K+–ატფაზას აქტივობაზე და კრეატინის გავლენა ამ პროცესზე

ავტორი: ქეთევან მენაბდე
თანაავტორები: მენაბდე ქ., ბურჯანაძე გ., შენგელია მ., კოშორიძე ნ.
საკვანძო სიტყვები: ცირკადიანული რიტმი, ანტიოქსიდანტური სისტემა, ოქსიდაციური სტრესი, ჰიპოკამპი, კრეატინი.
ანოტაცია:

ცნობილია, რომ ბუნებრივი ცირკადიანული რიტმის დარღვევის პირობებში მიმდინარე ხანგრძლივი სოციალური იზოლაცია წარმოადგენს სტრეს-ფაქტორს, რომელიც იწვევს ფსიქო-ემოციური სტრესის ჩამოყალიბებას. ეს არის ოქსიდაციური სტრესი და ამ პროცესისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინი. ამიტომ.ისეთი ნივთიერებების მოძიება, რომლებსაც შესწევთ უნარი მოახდინოს სტრესული მდგომარეობის პრევენცია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი ცდებით დადგენილია, რომ საცდელ ვირთაგვებში 30 დღის განმავლობაში ინტრაპერიტონალურად კრეატინის შეყვანა (140მგ/კგ) იწვევს ქცევითი პარამეტრების პოზიტიურ ცვლილებებს ღია ველში და ანტიოქსიდანტური სისტემის ზოგიერთი ფერმენტის (სოდ, კატალაზა) აქტივობის ზრდას ჰიპოკამპის უჯრედებში, სადაც ასევე NO-ს , Ca2+-ისდა H2O2-ის კონცენტრაციები უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს. კრეატინის შეყვანა სტრესის პირობებში არ ცვლის Ca2+-ATP-აზას არც ერთიიზოფორმის აქტივობას, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ პირობებში Ca2+-ის რაოდენობრივი ცვლილება არაა დამოკიდებული Ca2+-ATP-აზების აქტივობაზე და ამ პროცესში სავარაუდოდ მონაწილეობას უნდა იღებდეს Ca2+-ის არხები, კერძოდ NMDA-რეცეპტორი, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ოქსიდაციური პროცესების მიმართ. ამ მოსაზრებას ამყარებს ეგზოგენური კრეატინის გავლენა სტრესირებული ვირთაგვების ჰიპოკამპის პლაზმური მემბრანის Na+/K+-ATP-აზურ აქტივობაზე. აღმოჩნდა, რომ საცდელ ჯგუფებში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, შეინიშნება ფერმენტის აქტივობის სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილებები. კერძოდ, სტრესის პირობებში აღინიშნება ჰიპოკამში ფერმენტის აქტივობა დაქვეითება, იმ დროს, როცა კრეატინით დამუშავების შემდგომ ფერმენტის აქტივობა სარწმუნოდა იზრდება. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ეგზოგენური გზით ორგანიზმში მოხვედრილი კრეატინი ენერგეტიკულ პროცესებში მონაწილეობის გარდა, ასრულებს ასევე ანტიოქსიდანტის ფუნქციასაც. სავარაუდოდ, კრეატინი ურთიერთქმედებს რა NMDA-რეცეპტორთან, ახდენს მის ინაქტივაციას, შესაბამისად, ამცირებს უჯრედშიდა Ca2+-ის რაოდენობას და მისი სიჭარბით გამოწვეულ ციტოტოქსიკურ ეფექტს.მიღებული შედეგები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია კრეატინი გამოყენებული იყოს თავის ტვინში ოქსიდაციური პროცესების შედეგად განვითარებული მთელი რიგი ნეიროდეგენერაციული ცვლილებების პრევენციისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com