ka | en
Company Slogan TODO

ბიოდეგრადირებული მასალები

ავტორი: ნინო გიორგაძე
საკვანძო სიტყვები: ბიოდეგრადირებული მასალა, ნაგავსაყრელი, პოლიმერი, პოლიეთილენი, ნარჩენი
ანოტაცია:

ნარჩენებთან დაკავშირებული სიძნელეები სერიოზული,აქტუალური და სამწუხაროდ,მზარდი პრობლემაა.დიდი მოცულობის ნარჩენებთან განმკლავება და გარემოსათვის მათი განკარგვა მეტად მნიშვნელოვანია. უკანასკნელ ათწლეულში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,საკვები პროდუქტის შესაფუთ მასალად დაიწყეს ბიოდეგრადირებადი პოლიმერების გამოყენება,რომლებიც ეკოლოგიურად ბევრად უფრო უსაფრთხოა.ეს მასალა მზადდება მცენარეული ნედლეულის ნარჩენებისგან ან ბიოლოგიურად დაშლადი ნავთობპროდუქტებისგან.იგი კომპოსტურ გარემოში მოხვედრისას,მცირე დროში (6 თვე) ბუნებრივად „შეიჭმევა“ მიკროორგანიზმებით,გარემოს დაბინძურების გარეშე.ამ ბიოდეგრადაციის საბოლოო პროდუქტებია ჰუმუსი, წყალი და CO2. ბიოდეგრადირებად მასალებს უდიდესი როლი აქვთ სამედიცინო პრაქტიკაში, კვების მრეწველობასა და გარემოს დაცვაში. ბიოდეგარდირებადი ნარჩენების დამუშავების ყველაზე მარტივი გზა კომპოსტირებაა.ბიოდეგრადირებადი მასალებისგან დამზადებული ცელოფანის და პლასტმასის შემოტანა-დანერგვამ და მათი ნაგავსაყრელზე განთავსების სწორად შემუშავებულმა გეგმამ შესაძლოა ჩვენი გარემო ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უსაფრთხო გახადოს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com