ka | en
Company Slogan TODO

თანამედროვე სტიქიური პროცესები თუშეთის რეგიონში

ავტორი: სალომე თაბაგარი
საკვანძო სიტყვები: მეწყერი, თოვლის ზავავი, კლდეზვავური ტბა
ანოტაცია:

თუშეთი გამორჩეული და მეტად საინტერესო რეგიონია. ის ყურადღებას იქცევს თავისი სილამაზით და ტურისტების ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს. თანამედროვე პერიოდში აქტუალურია ამ რეგიონში მიმდინარე სტიქიური პროცესები. ამ მხრივ აღსანიშნავია ხისოს ხეობა,რომელიც სტიქიური პროცესებით საკმაოდ რთული ხეობაა, გამოირჩევა ზვავებით, ინტენსიური ნალექის შემთხვევაში, მოსალოდნელია ღვარცოფული მოვლენები და ქვათაცვენა. იმ პერიოდშიც კი, როცა შესაძლებელია მიმოსვლა (წლის განმავლობაში მხოლოდ 4 თვეზეა ლაპარაკი), სტიქიური პროცესების საშიშროება მუდამ არსებობს. აქ ინტენსიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები,რაც გზას აზიანებს. ამჟამად ხისოს ხეობაში არსებული გზა მთლიანად წყლითაა დაფარული. სტიქიური პროცესები გავლენას ახდენს მოსახლეობის მიგრაციაზე. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზამთარში, თუმცა ეს პროცესები წლის ნებისმიერ დროსაცაა მოსალოდნელია.თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანები გააქტიურდა და დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასები ჩამოიშალა. თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა იყო მოწყვეტილი, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს.მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე წყალი გზის ჩამოშლის გამო დაგუბდა და 22 აგვისტოს საავტომობილო ნაწილზე გადმოვიდა.ზამთარში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე 300 000 კუბური მეტრის სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა და გზის სავალი ნაწილი დაფარა. ამან გამოიწვია სავალი გზის დატბორვა და წყლის დაგუბება.


მიმაგრებული ფაილები:

თანამედროვე სტიქიური პროცესები თუშეთის რეგონში [ka]
Modern natural disasters in the Tusheti region [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com