ka | en
Company Slogan TODO

აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი სუბტროპიკულ-არიდულ ზონაში ზეთისხილის (Olea) გავრცელების თავისებურებანი

ავტორი: თინათინ არჩვაძე
საკვანძო სიტყვები: ზეთისხილი, ნიადაგი, კლიმატი, საწარმო
ანოტაცია:

ზეთისხილს უწოდებენ "ხეთა ხეს", "პირველს ყველა ხეთაგან". ძველ საბერძნეთში ზეთისხილის ხე მიიჩნეოდა სინათლისა და გონიერების ქალღმერთის - ათენა პალადას ხედ. ის იყო სიბრძნისა და მშვიდობის, ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის სიმბოლო. ზეთისხილის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებია, მისი სამრეწველო პლანტაციები ასევე გაშენებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში, აფხაზეთის და კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში, ოდითგანვე იყო გავრცელებული ზეთისხილის კულტურა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ის ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში შემოუტანიათ უცხოელებს. გაშენებული იყო კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში, კერძოდ, სოფელ ზემო ბოდბეში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. არსებობს ზეთისხილის არსებობის ისტორიული ფაქტები საქართველოში. ზეთისხილის მოშენება 1879 წელს ახალ ათონში დაიწყეს ბერებმა და დიდი პლანტაცია გააშენეს. დღევანდელი პლანტაციები გაშენებულია როგორც კახეთში, ასევე მარნეულსა და გურიაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველაზე კარგი შედეგი გამოვლინდა კახეთში, კერძოდ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, სადაც ფუნქციონირებს ზეთისხილის დამამზადებელი და ზეთის საწური საწარმო. აქ ჩამოყალიბებულია ზეთისხილის პლანტაციების განვითარებისთვის ხელსაყრელი ჰავა, კერძოდ, ზომიერად ნოტიო ჰავა, აქ ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურა 11-13 გრადუსია , იანვრის - 0-1 გრადუსია , უთბილესი თვის ტემპერატურა 21-25 გრადუსია . ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი მაისშია, მინიმუმი - იანვარში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ-ს არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ-ს აღწევს. ზეთისხილი ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში,მაგრამ უმჯობესია მისი გაშენება კარბონატულ, ყავისფერ, ალავიურ ნიადაგებსა და მშრალქვიან ფერდობებზე. ზეთისხილი -7 -9 გრადუს ყინვას უძლებს. ნაყოფს იყენებენ დასამზადებლად, დასაკონსერვებლად, ზეთის გამოსახდელად, მედიცინაში, კოპტონს — ცხოველთა საკვებად, მერქანს — სადურგლო და სახარატო საქმეში.


მიმაგრებული ფაილები:

Peculiarities of olive distribution in dry subtropical arid zone of East Georgia [en]
აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი სუბტროპიკულ-არიდულ ზონაში ზეთისხილის (Olea) გავრცელების თავისებურებანი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com