ka | en
Company Slogan TODO

არქტიკული ყინულსაფარის შემცირების გავლენა გლობალურ კლიმატზე

ავტორი: ნანო გოგია
საკვანძო სიტყვები: არქტიკული ყინულსაფარი, კლიმატის ცვლილება
ანოტაცია:

კლიმატის ცვლილება ჩრდილოეთ პოლუსში ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე პლანეტის დანარჩენ ნაწილში. არკტიკული დათბობის მთავარი ინდიკატორი ყინულოვანი საფარის შემცირებაა. ეს გამოიხატება ყინულსაფარის განფენილობის, სისქისა და ყინულოვანი სეზონის ხანგრძლივობის შემცირებაში. არკტიკული ყინულსაფარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის რეგულირებაში, როგორც ბარიერი ცივ პოლარულ ატმოსფეროსა და თბილ ოკეანის წყალს შორის. ყინულის საფარის სეზონური მაქსიმუმი ზამთრის ბოლოს, მარტში წარმოიქმნება, ხოლო მინიმალური განფენილობა ზაფხულის ბოლოს, სექტემბერშია წარმოდგენილი. არკტიკული ყინულსაფარი დრამატულად შემცირდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და თავის მინიმუმს 3, 14 მლნ. კვ კმ-ს, 2012 წლის სექტემბერში მიაღწია, რაც 49%-ით ნაკლებია, ვიდრე 1979-2012 წლების საშუალო მაჩვენებელი და ამით განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა როგორც მეცნიერებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ზონალური საშუალო ტემპერატურა აჩვენებს უდავო დათბობის ტრენდს ბოლო საუკუნის განმავლობაში. 1901-დან 2012 წლამდე გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა 0,89%-ით გაიზარდა და მისი ძირითადი მიზეზი ადამიანის საქმიანობაა. გლობალური ტემპერატურის მატება რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია არკტიკული ყინულსაფარის დნობის პროცესთან და მნიშვნელოვნად უწყობს მას ხელს, ხოლო ყინულის დნობა შემდგომში განაპირობებს დათბობის პროცესის გაძლიერებას მისი ალბედოს ეფექტის კლებისა და სხვა მიზეზების გამო, რომელიც არკტიკული ამპლიფიკაციის ტერმინითაა ცნობილი. არკტიკული ყინულის საფარის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ყინულსაფარის დნობის ეფექტი გლობალურ კლიმატზე და ეკოსისტემაზე გახლავთ ჩემი სემინარის მთავარი ასპექტები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com