ავტორიზაცია
თვითორგანიზებადი კრიტიკულობა, იერარქია, რისკი და კატასტროფები ინტელექტუალურ სისტემენში
ავტორი: ლევი გეონჯიანისაკვანძო სიტყვები: თვითორგანიზებადი კრიტიკულობა, იერარქია, რისკი და კატასტროფები
ანოტაცია:
თანამედროვე ინფორმაციული გარემო გვაძლევს საშუალებას რიცხვითი პარამეტრებით დავახასიათოთ მსოფლიო საუნივერსიტეტო სისტემის სამეცნიერო საქმიანობა, განვიხილოთ იგი როგორც ინტელექტუალური სისტემა და მოვახდინოთ მისი განვითარების პროცესზე არაწრფივი დინამიკის ისეთი ცნებების პროეცირება, როგორიცაა - თვითორგანიზებადი კრიტიკულობა, იერერქია, რისკი და კატასტროფები. სისტემის ქცევის სრული აღწერისათვის შემოღებულია „ინტელექტუალური გარღვევის“ ცნება. საუნივერსიტეტო კვლევითი საქმიანობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს ორი ტიპის თვითორგანიზებად კრიტიკულობას, რომელთა შედეგად ვიღებთ ინტელექტუალურ გარღვევას, ან ინტელექტუალურ კატასტროფას. მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტი იყოფა ორ ჯგუფად - ორ სხვადასხვა ტიპის თვითორგანიზებად ინტელექტუალურ სისტემად. პირველის არსებობა და მდგრადი განვითარება ინტელექტუალურ გარღვევას ეფუძნება და ემსახურება, მეორე - ინტელექტუალური საქმიანობის იმიტაციას. სათანადოთ, ორივე ტიპის სისტემას თავისი ორგანიზების სპეციფიური იერერქია ახლავს მათი სასიცოცხლო რესურსების განაწილებაში. ორივე ტიპის თვითორგანიზებაში და იერარქიაში ჩართული მომქმედი და ინტელექტუალური თვისებების მატარებელი ელემენტი და მისი ინტერაქტიული თვისებების ევოლუცია, განიხილება განწყობის ზოგადფსიქოლოგიური და ანთროპული თეორიის ჩარჩოებში. ელემენტის პირველადი, ინტელექტუალური სახეობის ევოლუციის შედეგად გამომუშავებული ქცევის მოდელები განიხილება ეთოლოგიის ჩარჩოებში. ინტელექტუალური კატასტროფის ცნება განიხილება ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების და საქართველოს განათლების სისტემის მაგალითზე. მათი მდგომარეობის ინდიკატორს წარმოადგენენ სკოლის და უმაღლესი სკოლის მსოფლიო რეიტინგები და სტატისტიკა. კონკრეტულად საქართველოს განათლების სისტემის ამ ზოგადი ხედვით განხილვა მეტად პროდუქტიულია არაწრფივი დინამიკის ელემენტების სოციალურ და ინტელექტუალური გარემოს კვლევებში შემოსაღებათ, რადგან მოვლენათა სრული დეტალიზების საშუალებას იძლევა კატასტროფის განვითარების ამსახველი უამრავი დოკუმენტის საფუძველზე. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევებისათვის. დარგი ვერ განვითარდება რობოტების კომუნიკაციის და თვითორგანიზაციის საკითხების განხილვის და მოდელირების გარეშე. ამ კვლევით ნორბერტ ვინერის წარმოდგენებს ვანვითარებთ და მათ პროეცირებას ვახდენთ რეალობაზე.