ავტორიზაცია
ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა მეზოფორებიანი ქვანახშირის ფილტრზე
ავტორი: ელენე გვაზავათანაავტორები: ნინო მაისურაძე, ირმა სამხარაძე
საკვანძო სიტყვები: სორბცია, მეზოფორებიანი, ნავთობპროდუქტები
ანოტაცია:
ამჟამად, გარემოს დაცვა ნავთობით და მისი გადამუშავების მრავალრიცხოვანი პროდუქტებით დაბინძურებული წყლებისაგან ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ამ წყლების გაწმენდისთვის მრავალ ხერხს მიმართავენ - მექანიკურიდან - ბიოლოგიურის ჩათვლით. ყველაზე მარტივი და ეფექტურია მჟონავი გაფილტვრა ადსორბენტის შრეში. ადსორბენტად შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ფოროვანი მასალა, მათ შორის ნახშირები. საქართველოს ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის, როგორც გაზის კოლექტორის, შესწავლის პროცესში დადგენილ იქნა, რომ მათ გააჩნიათ მეზოფორების განვითარებული სისტემა და მაღალი ადსორბციის უნარი. ქვანახშირის ფილტრად გამოყენების შესაძლებლობის დასადგენად ექსპერიმენტები ჩატარდა ემულგირებული ზეთების შემცველ წყლებზე. ჩამდინარე წყლების გაწმენდის ოპტიმალური პირობების შესარჩევად შესწავლილ იქნა სხვადასხვა ფაქტორების გავლენა წყლების გაწმენდის ხარისხზე, კერძოდ: ჩასატვირთი ფილტრის მარცვლების ზომები, ნახშირის ფენის სისქე და ფილტრაციის სიჩქარე, ნავთობპროდუქტის საწყისი კონცენტრაციის ცვალებადობა, გარემოს pH და ტემპერატურა.