ავტორიზაცია
ბნელი მატერიის ძიება დიდ ადრონულ კოლაიდერზე
ავტორი: თამარ ზაქარეიშვილიანოტაცია:
ასტროფიზიკოსებმა იციან რომ სამყაროს მატერიის 80% „ბნელი მატერიაა“, იგი შედგება ნეიტრალური, სუსტად ურთიერთქმედი ელემენტარული ნაწილაკებისაგან, რომლებიც არ არიან სტანდარტული მოდელის ნაწილი. ბბელი მატერიის ნაწილაკები შესაძლოა წარმოიქმნან ცერნ-ში დიდ ადრონული კოლაიდერზე (CERN LHC). ნაწილაკების კოლაიდერზე ეს ნაწილაკები შეიძლება წარმოიქმნან წყვილებად, რაიმე უცნობი შუალედური მდგომარეობით. საბოლოო მდგომარეობის შემადგენელი ბნელი მატერიის ნაწილაკები (WIMP - Weakly Interacting Massive Particle) პირდაპირ არ დაიკვირვება, მაგრამ მამთი არსებობა შეიძლება დადასტურდეს ხილულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით. განხილულია ბნელი მატერიის წარმოწმნა ადრონული არხით დაშლილ W და Z ბოზონებთან ერთად პროტონ-პროტონული შეჯახებისას 13 ტევი მასათა ცენტრის ენერგიაზე ატლას ექსპერიმენტში. გაანალიზებულია შემთხვევები დიდი განივი ნაკლული იმპულსით და ადრონული ჯეტის მოთხოვნით, რომელიც თავსებადია W და Z ბოზონითან. მონაცემები თანხვედრაშია სტანდარტული მოდელის წინასწარმეტყველებასთან და გადმოცემულია ეფექტური ველის თეორიის და ე.წ. გამარტივებული მოდელის მეშვეობით, რომლებიც შეიცავს ბნელ მატერიას.
მიმაგრებული ფაილები:
ბნელი მატერიის ძიება დიდ ადრონულ კოლაიდერზე [ka]