ავტორიზაცია
დინების გენერირების/აჩქარების მექანიზმი მკვრივ გადაგვარებულ ვარსკვლავთა ატმოსფეროებში
ავტორი: ნანა შათაშვილითანაავტორები: ა.ა. ბარნაველი
საკვანძო სიტყვები: დინების გენერაცია, ვარსკვლავთა ატმოსფეროები, გადაგვარებული პლაზმა
ანოტაცია:
შემოთავაზებულია დინების გენერირების მექანიზმი გადაგვარებულ ვარსკვლავთა ატმოსფეროებში, როდესაც ელექტრონები გადაგვარებულია და იონები კი ჩათვლილია კლასიკურად. ნაპოვნია, რომ სისტემაში არის კატასტროფა - ადგილი აქვს სწრაფი დინების გენერირებას მაგნიტო-სითხური ბმების გამო. მანძილი, რომელზეც ადგილი აქვს მნიშვნელოვან აჩქარებას, განისაზღვრება გრავიტაციის სიძლიერითა და გადაგვარების პარამეტრით. გამოკვლელულია მოცემული მექანიზმის გამოყენება თეთრი ჯუჯების ატმოსფეროსათვის და ნაპოვნია შესაბამისი პარამეტრების დიაპაზონები დინების გენერაციის/აჩქარებისათვის; ნაჩენებია ზე-ალფენური დინების გენერაციის შესაძლებლობა: ასევე აღმოჩენილია დინების აჩქარებისა და მაგნიტური ველის გაძლიერების ერთდროული შესაძლებლობა სპეციფიური სასაზღვრო პირობებისათვის; ზოგიერთ შემთხვევებში ფონური დინება შესაძლებელია აჩქარდეს 100-ჯერ და მეტადაც, რასაც მივყავართ ტრანზიენტული ჯეტების ფორმირებამდე, მაშინ როდესაც მაგნიტური ველის გაძლიერება ნაკლებად მკვეთრია. მოცემულ ნაშრომში ჩვენ განვავრცეთ [1,2] სტატიების კვლევები და, სისტემატური რიცხვითი ექპერიმენტების საშუალებით ვაჩვენეთ, რომ გადაგვარების ეფექტები მნიშვნელოვანია სპეციფიური კლასის ვარსკვლავთა მკვრივი ატმოსფეროების/გარე შრის დინამიკისათვის, განსაკუთრებით მათში სტრუქტურების ფორმირების მოვლენებისათვის - ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კომპაქტური ობიექტების ევოლუციის შესწავლისას დინების ეფექტების იგნორირება არ შეიძლება, რადგანაც მათი კატასტროფული გენერირება ზედაპირთან ახლოს შესაძლებელია აღმოჩნდეს განმსაზღვრელი ვარსკვლავთა და მათი ატმოსფეროების შემდგომი ევოლუციისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
Flow Generation [en]დინების გენერირების/აჩქარების მექანიზმი მკვრივ გადაგვარებულ ვარსკვლავთა ატმოსფეროებში [ka]