ka | en
Company Slogan TODO

კარგი გამტარობის და თვითაღდგენის თვისებების მქონე პოლიმერული მაგნიტური ნანონაწილაკების წარმოქმნის ტექნოლოგია

ავტორი: ცისანა გავაშელი
თანაავტორები: გ. მამნიაშვილი, ტ. გეგეჭკორი, გ. ღვედაშვილი
საკვანძო სიტყვები: ნახშირბადის მაგნიტური ნანონაწილაკები, პოლიმერული კომპოზიტები, სტიმულირებული დიფუზია, თვითაღდგენა, თვითგანკურნება, გამტარობა.
ანოტაცია:

განვითარებულია კობალტის ნანოკლასტერებით დოპირებული ნახშირბადის ნანონაწილაკებზე დაფუძნებული პოლიმერული ნანოკომპოზიტების წარმოქმნის ტექნოლოგია. ამ ნანოკომპოზიტების კარგი გამტარებლობის, თვითაღდგენისა და თვითშეხორცების თვისებები დემონსტრირებულია ტემპერატურის, წნევის, მუდმივი და ცვლადი მაგნიტური ველების კომბინირებული ერთობლივი ზემოქმედებისას, როდესაც მეტადაა სტიმულირებული მაგნიტური ნანონაწილაკების დიფუზია დეფექტების მიმართულებით. ამ თვისებების გამო მაგნიტური პოლიმერული ნანოკომპოზიტების ფაბრიკაციას აქვს პოტენციური პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივა.


მიმაგრებული ფაილები:

Technology for fabrication of polymer magnetic nanocomposites possessing good conductivity and self-healing properties [ka]
კარგი გამტარობის და თვითაღდგენის თვისებების მქონე პოლიმერული მაგნიტური ნანონაწილაკების წარმოქმნის ტექნოლოგია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com