ავტორიზაცია
ახალი ბის-სპიროპირანები დიპიროლონაფთო[1,4]დიაზეპინისა და დიპიროლობენზოქინოქსალინის ბაზაზე
ავტორი: მარინა ტრაპაიძეთანაავტორები: მაგისტრანტი კვინიკაძე სოფიკო
საკვანძო სიტყვები: დიპიროლონაფთოდიაზეპინიდიპიროლობენზოქინოქსალინი, ბის–სპიროპირანი, ფიშერის ფუძე, ბმრ სპექტრი
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია დიპიროლონაფთოდიაზეპინის ციკლის შემცველი ფიშერის ფუძის ახლი ბის–ანალოგის სინთეზი. იგი განხორციელებულია 2,3,3,8,8,9-ჰექსამეთილ-3,8-დიჰიდრობენზო[e]პიროლო[3,2-g]ინდოლის ურთიერთქმედებით 1,3–დიბრომპროპანთან. მიღებული მეოთხეული მარილის ტუტით დამუშავების შედეგად წარმოიქმნება შესაბამისი ფიშერის ფუძე – 1,5,6,9-ტეტრაჰიდრო-1,1,9,9-ტეტრამეთილ-2,8–დიმეთილენ–4H-დიპი¬რო-ლო-[1,2,3-e,f:3,2,1-n,o]ნაფთო[2,3–b][1,4]დიაზეპინი. ფიშერის ფუძის ახალი ბის–ანალოგის კონდენსაციით 5-ბრომსალიცილის ალდეჰიდთან და 3–ქლორ–5–ნიტრო–სალიცილის ალდეჰიდთან, მიღებულია შესაბამისი ბის-სპიროპირანები - დიბრომბისსპირონაერთი და დინიტრო¬დიქ¬ლორ¬¬ბისსპირონაერთი. სინთეზირებული ახალი ნივთიერებების სტრუქტურების დასადასტურებლად მოცემულია სრული სპექტრალური ანალიზი – 1H- და 13C-ბმრ–სპექტრების, მას–სპექტრების. განხილულია ასევე დიპიროლობენზოქინოქსალინის ბაზაზე ადრე სინთეზირებული ბის–სპიროპირანების 1H- და 13C-ბმრ–სპექტრები, მას–სპექტრები.