ავტორიზაცია
ბინარულ ნარევთა ბლანტი თერმოდრეკადობის თეორიის კვაზისტატიკის სასაზღვრო ამოცანები
ავტორი: მაია სვანაძეანოტაცია:
გამოკვლეულია ბინარულ ნარევთა ბლანტი თერმოდრეკადობის კვაზისტატიკის სასაზღვრო ამოცანები. კერძოდ, აგებულია ბინარულ ნარევთა ბლანტი თერმოდრეკადობის ამ თეორიის კვაზისტატიკის განტოლებათა სისტემის ფუნდამენტური ამონახსნი და დადგინდა მისი ძირითადი თვისებები. მიღებულია გრინის ფორმულები ამ განტოლებათა სისტემისათვის. ბინარულ ნარევთა ბლანტი თერმოდრეკადობის თეორიის კვაზისტატიკის სასაზღვრო ამოცანებისათვის დადგინდა კლასიკური ამნახსნების უსასრულობაში ქრობის პირობები. გრინის ფორმულების გამოყენებით დამტკიცდა ამ ამოცანების კლასიკური ამონახსნების ერთადერთობის თეორემები. აგებულია მარტივი ფენის, ორმაგი ფენისა და მოცულობითი პოტენციალები და დადგენილია მათი თვისებები. ამ პოტენციალების საშუალებით სასაზღვრო ამოცანები დაყვანილია სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებზე. ცხადი სახით გამოთვლილია შესაბამისი სინგულარული ინტეგრალური ოპერატორების სიმბოლური დეტერმინანტები. პოტენციალთა მეთოდისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია ბინარულ ნარევთა ბლანტი თერმოდრეკადობის თეორიის კვაზისტატიკის სასაზღვრო ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობის თეორემები.