ka | en
Company Slogan TODO

იმერეთის მდინარეთა ხეობების გეომორფოლოგიური შეფასება

ავტორი: მარიამი ჯაფოშვილი
საკვანძო სიტყვები: მდინარეული ხეობები, ეროზიული ხეობა, კანიონისებური ხეობა.
ანოტაცია:

სათაური: იმერეთის მდინარეთა ხეობების გეომორფოლოგიური შეფასება მარიამი ჯაფოშვილი ელ-ფოსტა: marijafoshvili@gmail.com გეოგრაფიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.#3 იმერეთის რელიეფის იერსახის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მდინარეულ ხეობებს, რომელებიც 2017 წელს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დააფინანსებული სტუდენტური პროექტის ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირშესანიშნავი ძეგლების გეოეკოლოგიური კვლევის” ფარგლებში შეფასებულ იქნა და გამოიკვეთა მათი ტურისტული პოტენციალი. მდინარეული ხეობები გამოირჩევა უნიკალური პანორამული ხედებით, რაც ტურისტებისთვის საინტერესოს და მიმზიდველს გახდის, ხეობებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში. მდინარეთა ხეობების ზოგიერთ მონაკვეთში ზიპლაინის მოწყობით, შესაძებელია ექსტრემაური ტურიზმის განვითარება. ეს ობიექტები სამწუხაროდ ფართო საზოგადოებისთვის არაა ცნობილი და აუცილებელია მათი პოულარიზაცია, მათი მიმართულებით მარშუტების მოწყობა დაამ მარშუტებში ჩართვა, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტების. ისინი საინტერესა ასევე გეომორფოლოგიური თვასაზრისით, სხვადასხვა ლითოლოგიური შედგენილობისა და ტექტონიკური სტრუქტურების ფარგლებში გაედინებიან და და ამიტომ გააჩნიათ ხეობათა მორფოლოგიური სიჭრელე, თუმცა მთიანი რელიეფის სიჭარბის გამო მაინც დომინირებულია ეროზიული, ვიწრო, V-სებრი და კანიონისებრი ხეობათა მორფოლოგიური ტიპები. იმერეთში გამორჩეული მდინარეული ხეობებია: ყვირილა, წყალწითელა, ძუსა, რიონი, ციხისწყალი, ძირულა, ჯრუჭულა, დუმალა, ჩხერიმელა, ბუჯა, კაცხურა, ტყიბულას, ხანისწყლი, ვანისწყლი, საკრაულა და სხვ.


მიმაგრებული ფაილები:

იმერეთის მდინარეთა ხეობების გეომორფოლოგიური შეფასება [ka]
Geomorphological assessment of the Imereti rivers gorges [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com