ka | en
Company Slogan TODO

ნეიროდეგენერაციული დაავადებები და ფლავონოიდები

ავტორი: მარიამ შენგელია
საკვანძო სიტყვები: ფლავონოიდები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ნეიროპროტექტორული როლი, კოგნიტური ფუნქციები.
ანოტაცია:

ნეიროდეგენერაციული დაავადებები ხასიათდება ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის სტრუქტურებისა და ფუნქციების ეტაპობრივი და პროგრესული გადაგვარებებით. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე წარმატებით შეისწავლეს ნეირონების დეგენერაციის მიზეზები ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ალცჰეიმერის, ჰანგტინგტონის, პარკინსონის დაავადებები, გაფანტული სკლეროზი და ა.შ. ასეთი დაავადებების სიმპტომები უმეტესწილად ვლინდება გვიან ეტაპზე და პაციენტების მკურნალობა საწყის ეტაპზე შეზღუდულია, თუმცა ზოგიერთ ნივთიერებას აღმოაჩნდა უნარი მოახდინოს ნერვული ფუნქციების აღდგენა ან სტრესორების ელიმინაცია. ასეთია ფლავინოიდები, მცენარეული წარმოშობის მეორადი მეტაბოლიტები, რომლებიც ამცირებენ ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს. მათ ანტიოქსიდანტური თვისებების გარდა გააჩნიათ ნეიროპროტექტორული უნარიც იმოქმედონ უჯრედულ სასიგნალო გზებზე და თავიდან აიცილონ ნერვული უჯრედების კვდომა.


მიმაგრებული ფაილები:

ნეიროდეგენერაციული დაავადებები და ფლავონოიდები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com