ka | en
Company Slogan TODO

ზემო იმერეთის სტრუქტურული პლატო - ეგზოდინამიკური ფაქტორები

ავტორი: ვალერი ქამხაძე
საკვანძო სიტყვები: სტრუქტურული პლატო, ეგზოდინამიკა, დანაწევრება
ანოტაცია:

იმერეთის მაღლობის (პლატოს) ბორცვიანი, დაბალი და საშუალომთიანი რელიეფი ეროზიული ხეობების ხშირი ქსელით არის დანაწევრებული. მაღლობი აგებულია პალეოზოურამდელი კრისტალური ქანებით და ხშირად ლიტერატურაში ძირულის კრისტალურ მასივად არის ცნობილი. დანაწევრებული და დენუდირებული ძველი პენეპლენი გადაფარულია ჰორიზონტული სტრუქტურიანი მეზო-კაინოზოური დანალექი ქანებით. გეოლოგიური პირობების და რელიეფის თავისებურებათა გამო აქ გამოიყოფა ორი - მორფოსტრუქტურული და გეოტექტონიკური საფეხური. ქვედა საფეხური აგებულია ძველი პალეოზოური და კემბრიული კრისტალური ქანებით. გრანიტების კრისტალური ფიქლებით და სხვა. კემბრიული ასაკის მეტამორფული ქანები გაშიშვლებულია ძირულა-ჩხერიმელას წყალგამყოფზე, მათ კვეთს ვარდისფერი გრანიტები. პალეოზოური წყებები წარმოდგენილია პორფირიტული ტუფებით, ბრექჩიებით და ფილიტებით. იმერეთის მაღლობის რელიეფის მორფომეტრიული მაჩვენებლები განსხვავებულია. სიმაღლით ყველაზე მაღალია ძირულა-ჩხერიმელას და ლიხის ქედის წყალგამყოფები (1300-1500 მ). მაღლობის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილი 600-800 მ სიმაღლის არის, 900 მეტრზე მაღალია დუმალა-ძირულას წყალგამყოფის ცალკეული მონაკვეთები, კერძოდ კორბოულის პლატო, რომელიც მცირე დახრილობით გამოირჩევა. მაღლობის რელიეფის მორფოლოგიური, გეოტექტონიკური და მორფომეტრიული მაჩვენებლების განსხვავებულობის გამო გამოყოფენ ორ გენეტურ რაიონს: ჭიათურის სტრუქტურული პლატოს და დენუდაციურ, ძლიერ დანაწევრებულ პენეპლენს. ჭიათურის პლატოზე წარმოდგენილია კონუსისებრი ბორცვები, რომლებიც პერევისას და გორაძირის მეოთხეული პერიოდის ვულ-კანურ ლაკოლითებს წარმოადგენს. რელიეფში კარგად არის გამოკვეთილი სოფ. კორბოულთან ახლოს გორაძირის კონუსები. ეგზოდინამიკური ფორმებიდან აღსანიშნავია მახათურის მეწყერი, რომელსაც დიდი კირქვული ცირკი და ფხვიერი მასალით აგებული სერები წარმოუქმნია. სერებს შორის ტბები ან ნატბეურებია. აღსანიშნავია ტეფნაძეების ტბა. ძირულა-ჩხერიმელას შუამდინარეთის სამხრეთით კირქვებით აგებულ რელიეფში ბაზალეთ-ღორეშის პატარა პლატო მდებარეობს. ზედაპირზე კარსტული ძაბრებია განვითარებული, ხოლო პლატოს კიდეები ქარაფიანია. კარსტული მღვიმეებიდან აღსანიშნავია დევისხვრელი, რომელშიც პალეოლითური ადამიანი ცხოვრობდა.


მიმაგრებული ფაილები:

Upper Imereti Structural Plate - Exodynamical factors [en]
ზემო იმერეთის სტრუქტურული პლატო - ეგზოდინამიკური ფაქტორები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com