ავტორიზაცია
მთვრული მხედრული ასო ნიშნების დამატება GeoTeX პაკეტში
ავტორი: ლევან შოშიაშვილისაკვანძო სიტყვები: TeX, LaTeX
ანოტაცია:
TeX შექმნილ იქნა პროფესორ დონალდ კნუტის მიერ ამერიკის მათემატიკის საზოგადოებისათვის. TeX დამზადებული დოკუმენტი გამოირჩევა მაღალი ბეჭდვითი ხარისხით. ამას გარდა, უზრუნველყოფს რა დოკუმენტის ავტომატურ ინდექსაციას, დამარცვლას და ა.შ. სისტემა იდეალურია დოკუმენტის ლინგვისტური ანალიზისათვის. TeX სისტემამ სწრაფად მოიპოვა გავრცელება სხვა ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო სამეცნიერო წრეებში. ბევრი სამეცნიერო ჟურნალის თუ წიგნის გამომცემელი იყენებს TeX სისტემას ონლაინ თუ ბეჭდვითი გამოცემისას. 2008-2010 ჩვენ მიერ შექმნილი იქნა ქართული ენის მხარდამჭერი პაკეტი TeX/LaTeX სისტემისთვის ( http://tex.tsu.ge ), რომელიც მოიცავს ასომთავრულ, ნუსხა-ხუცურის და მხედრული სკრიპტების და ავტომატურ რეჟიმში ქართულად დამარცვლა-გადატანის მხარდაჭერას. 2017 წელს UNICODE კონსორციუმის მიერ მიღებულ იქნა მხედრული მთავრული ასო ნიშნები. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ერთ მარტივ ტექსტურ ფაილში ჰქონდეს როგორც ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული, ასევე ქართული მთავრული მხედრული ტექსტი. ჩვენი სამუშაოს მიზანია TeX/LaTeX სისტემის ქართული პაკეტისთვის დამატებულ იქნას მხედრული მთვრულის მხარდაჭერა. ეს მოიცავს როგორც ფონტების შექმნას ასევე შესაბამისი შესავალი და გამოსავალი კოდირებების შექმნას. შექმნილი პაკეტი ასევე გამოადგებათ არაქართველ მეცნიერ მკვლევარებს რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ენით. პროგრამული პაკეტი იქნება ტეხ საერთაშორისო არქივის ნაწილი და ხელმისაწვდომი იქნება TeX დისტრიბუტივებში ლინუქს, ვინდოუს და მაკ პლატფორმაზე. მიღებული პაკეტი წარმოადგენს მთავარ ბაზის სხვა TeX პაკეტებში ქართულის მხარდაჭერისთვის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ქართულენოვან TeX-ზე არის მოთხოვნილება და იქნება გამოყენებული საქართველოს სამეცნიერო წრეებში და განათლების სფეროში მაღალტექნოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის შექმნის პროცესში.